„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატების სია ასე გამოიყურება:
ხელვაჩაური – თემურ დუმბაძე
ქედა – ირაკლი ბარამიძე
ქობულეთი – თენგიზ ზოიძე
შუახევი – ომარ ავალიანი
ხულო – ირაკლი ჯორბენაძე
დღეს ასევე დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ბათუმში ლევან ანთაძეა, საარჩევნო სიის პირველი ნომერი კი – მირდატ ქამადაძე.
კანონში შესული ცვლილების თანახმად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირს ეწოდება მერი და არა გამგებელი.