საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 მილიონ ლარად 20 წითელ ჯიპს იყიდის

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურებით 20 ერთეული მე-3 კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების (ჯიპების) სახელმწიფო შესყიდვაზე“ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო საწყისი ღირებულებაა  1 007 665 ლარი.

სატენდერო პირობით, ავტომანქანების კარების რაოდენობა უნდა იყოს – 5 [ოთხი მძღოლის და მგზავრების და ერთი საბარგულის კარი], ხოლო ავტომანქანების ფერი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბრენდის კორპორატიული ფერის გათვალისწინებით უნდა იყოს – წითელი. დაუშვებელია სხვა ფერის ავტომობილების შემოთავაზება“.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა ავტომობილები საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღეში უნდა გადასცეს.

ავტომობილები უნდა იყოს სრულიად ახალი [არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი], ხოლო გამოშვების წელი – 2017 წ.

სატენდერო პირობების თანახმად, „ავტომობილების საგარანტიო ვადა უნდა იყოს 5 წელი ძირითად აგრეგატებზე [ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი], 3 წელი ან 150 000 კილომეტრი [რომელიც ადრე შესრულდება] სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა [ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი]“.

ამასთან, მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს ავტოტექმომსახურების გაწევისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობები და ქ. თბილისის ფარგლებში გამართული ავტობოქსი, სადაც მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურების გაწევა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა / თბილისი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com