30466

რადარამის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

 

დღეს მაღაზია “წიგნები ბათუმში” რადარამი რიგით მე-12 წიგნის პრეზენტაციას გამართავს.  კვამე ენტონი აპიას „ღირსების კოდექსი: როგორ ხდება ზნეობრივი რევოლუციები“ ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

 

კვამე ენტონი აპია თანამედროვე,  პოპულარული ფილოსოფოსია.

 

წიგნის ავტორმა ამ ნაშრომით სრულიად ახლებურად წარმოაჩინა ადამიანის ბუნება და ის სოციალური რეფორმები, რომელთა შესახებაც ყველას სმენია. წიგნის კითხვისას, მკითხველი ერთდროულად ისტორიაშიც იმოგზაურებს და ფილოსოფიური თვალითაც შეხედავს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა: დუელი, მონობა, მკვლელობები. ავტორის აზრით, ბოლო საუკუნეში მომხდარი დემოკრატიული ცვლილებები არათუ კანონის მეშვეობით მოხდა, არამედ ამ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა სწორედ ადამიანური ღირსება იყო.

 

წიგნის პრეზენტაცია “წიგნები ბათუმში” 18:00 საათზეა დაგეგმილი. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.  ყველა სტუმარი წიგნს საჩუქრად მიიღებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"