მოიალაღეები სახლებს ტოვებენ და მთაში მიდიან

აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან მოსახლეობამ იალაღებზე გადასვლა დაიწყო. მოიალაღეები ძირითადად ოჯახის უხუცესი წევრები არიან. ისინი ყოველი წლის მაისში საცხოვრებელ სახლებს ტოვებენ, და მთაში მიდიან, სადაც რამდენიმე თვით პირუტყვი მიჰყავთ გამოსაკვებად. მთელ ზაფხულს ისინი იალაღებზე, ფიცრულ სახლებში ცხოვრობენ.

მთაში ყოფნისას მოიალაღეები ყველს, კარაქს, ნადუღს აგროვებენ და შემოდგომაზე ქალაქში ჩააქვთ გასაყიდად. მესაქონლეობა აჭარის მთაში ოჯახების ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა.

მემთეურები იალაღებიდან სახლებში შემოდგომაზე ბრუნდებიან.

3

 96 წლის ნურიფე ზაქარაძე რძალთან ერთად იალაღებზე წასასვლელად ემზადება. ნურიფე მემთეურობას წლებია ეწევა და მთაზე გამოსაკვებად სოფელ ხარაულიდან მეზობელი ოჯახების პირუტყვებიც მიჰყავს.
96 წლის ნურიფე ზაქარაძე, რომელიც მემთეურობას წლებია ეწევა, რძალთან ერთად იალაღებზე წასასვლელად ემზადება. მათ მთაში გამოსაკვებად სოფელ ხარაულიდან მეზობელი ოჯახების პირუტყვიც მიჰყავთ / სოფელი ხარაულა, ქედა / გოჩა ზაქარაძის ფოტოები

ამავე თემაზე:

უფასო ტრანსპორტი ხულოდან იალაღებისკენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი