სიახლეები

ბათუმის ბულვარი საკურორტო სეზონამდე ორი თვით ადრე

23.02.2014 • 1700
ბათუმის ბულვარი საკურორტო სეზონამდე ორი თვით ადრე

 

ახალ  ბულვარში, დაახლოებით ოთხასი მეტრის მანძილზე, შტორმის შედეგად დაზიანებულია სარბენი ბილიკი.  ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გურამ ჩიქოვანის ინფორმაციით,  სამუშაოების შესრულებაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია და გამარჯვებული ოც დღეში გამოვლინდება, თუმცა ადმინისტრაცია აღდგენითი სამუშაოების დაჩქარებას არ გეგმავს. ამის მიზეზი კი ისევ მოსალოდნელი სტიქიაა.

 

„დიდი ალბათობით  მარტსა და პრილში მოსალოდნელია შტორმი,  ბოლო 10 წლის განმავლობაში შტორმი ყოველთვის ამ თვეებში  ფიქსირდებოდა, სამწუხაროდ წელს შტორმი ზღვაზე ოთხჯერ დაფიქსირდა “ – ამბობს გურამ ჩიქოვანი „ბათუმლებთან.“

 

ინფრასტრუქტურა  განახლებას  ხშირად ბულვარის იმ ნაწილშიც საჭიროებს,  სადაც  დაზიანებები შტორმის მიზეზით არ მომხდარა.  გურამ ჩიქოვანის ინფორმაციით, დამტვრეული სკამები და დაზიანებული სარეკლამო ლოგოები ხშირად ადგლობრივებისა და ტურისტების დაუდევრობის შედეგია.  აქტუალურია დანაგვიანების , საყოფაცხოვრებო ნარჩენების სანაპიროზე დატოვების პრობლემაც.

 

„ზაფხულის პერიოდში    საჯარიმო სანქციები გვქონდა დაწესებული,  მთელი ბულვარის პერიმეტრზე  დანაშაულის გამოვლენაზე კონტროლიორები  მუშაობდნენ.   ვაჯარიმებდით 50 ლარის ოდენობით პირებს, რომლებიც ბულვარის ტერიტორიას ანაგვიანებდნენ ან აზიანებდნენ სკამებს .  დღეში  3-4 ჯარიმას ვწერდით.  

 

ბულვარის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ი კამერების საშუალებით  დამნაშავის გამოვლენას ბულვარის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს „რადგან კამერები მოძველებულია და არ მუშაობს.“

 

 

 

გადაბეჭდვის წესი