სიახლეები

„ენვერის“ პროცესი დასრულდა

30.05.2012 • • 1234
„ენვერის“ პროცესი დასრულდა

ჯაშუშობის ბრალდებით, სპეცოპერაცია „ენვერის“ სახელით ცნობილი 13 დაკავებული პირის სასამართლო პროცესი ბათუმში დასასრულს უახლოვდება. ბრალის აღიარების გამო ორ პიროვნებასთან – მფრინავ გაბრიელ უსტალიშვილთან და ბიზნესმენ პეტრე დევრიშაძესთან საპროცესო გარიგება გაფორმდა. მფრინავ იური პლუჟნიკოვს სასამართლომ 13 წელი და 6 თვე მიუსაჯა. დანარჩენ განსასჯელებსაც დაახლოებით იგივე ბედი ელით.

ემზარ დიასამიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერაცია „ენვერის“ სახელწოდებით თავდაპირველად 15 პირი დააკავა. მათგან ორი, ბრალის აღიარების გამო, მალევე გაათავისუფლა. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. დარჩენილი 13-დან ცალკე გამოიყო ცხრა პირი, რომელთა სასამართლო პროცესი ერთად მიმდინარეობს. ორ პირთან, სამხედრო მფრინავ გაბრიელ უსტალიშვილსა და პეტრე დევრიშაძესთან, რომელთაც ბრალი აღიარეს, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა: „ჩვენ როგორც გავიგეთ, უსტალიშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე თავისუფალია. იგი სასამართლო პროცესზე მოწმის სახით თავისი სახლიდან მოვიდა. რაც შეეხება პეტრე დევრიშაძეს, იგი ბადრაგის თანხლებით მოიყვანეს. როგორც გაირკვა, მას სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 6 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯა“, – განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, მოსამართლე გიორგი ქაშაკიშვილმა არც მისი და არც სხვა ადვოკატის შუამდგომლობა არ მიიღო: „მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა საფუძვლიანი მოთხოვნა, დაეკითხათ დაცვის მხარის მოწმეები, სასამართლომ ეს არ გააკეთა. ერთადერთ მტკიცებულებად ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს კომპიუტერის ჩიპები და მასზე არსებული ჩანაწერები. მთელი ეს მტკიცებულება უკანონოდ არის მოპოვებული, რისი გაბათილებაც მოვითხოვეთ, მაგრამ მოსამართლემ ეს არ გააკეთა და ვერც გააკეთებდა, რადგან მეტი მტკიცებულება არა აქვთ“.
ნიკოლაიშვილის თქმით, ყველაზე სასაცილო მტკიცებულება ბიზნესმენ რუსლან გალოგრეს ჩიპში არსებული ჩანაწერია: „ობიექტზე მივედი, ადგილს ვუთვალთვალებ“. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი.
ადვოკატებმა უკვე იციან, თუ დაახლოებით რა შინაარსის განაჩენს გამოიტანს მოსამართლე, რადგან ცალკე გამოყოფილი პლუჟნიკოვის სასამართლო უკვე დასრულდა. სამხედრო მფრინავს, იური პლუჟნიკოვს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით 11 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. ამას დაემატა საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვის ორწლიანი პატიმრობა და მთლიანობაში მას 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს: „პლიუჟნიკოვს ზურგჩანთაში მართლაც აღმოუჩინეს საბრძოლო ვაზნები, რასაც იგი აღიარებს. ეს ვაზნები მის ტაბელურ იარაღს არ მიეკუთვნება, მაგრამ როგორც სამხედრო პირი, ვაზნების ტარებას უკანონოდ არ მიიჩნევდა. ანალოგიური ბრალდება აქვს კიდევ ერთ დაკავებულს გელა კაკაბაძეს“, – განაცხადა ადვოკატმა მურმან ქამადაძემ, რომელიც კიდევ ერთი ბრალდებულის, მფრინავ გოჩა დიასამიძის ადვოკატია.
ადვოკატის აზრით, დიასამიძის მიმართ ყველა მტკიცებულება უკანონო გზით აქვს გამოძიებას მოპოვებული: „დიასამიძის ოქმში დაფიქსირებულია, რომ მისი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები, მათ შორის ჩიპი, დალუქული იყო #2 ფუთაში. როცა ფუთა გაიხსნა, ის იქ არ აღმოჩნდა. ექსპერტიზის გარეშე გახსნა შესამოწმებლად სპეციალისტმა. ეს ჩიპი აღმოჩნდა #3 ფუთაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ფუთები დალუქვის შემდეგ გაიხსნა და დამუშავდა. არის სხვა დარღვევებიც“.
ყველაზე მნიშვნელოვნად ადვოკატები მიიჩნევენ ადვოკატის მომსახურების კონსტიტუციური უფლების დარღვევას. მათი განცხადებით, დაკავებულებს არ მიეცათ ადვოკატის აყვანის კონსტიტუციური უფლება. ხოლო მას შემდეგ, რაც ოჯახმა აუყვანა მათ ადვოკატები, ადვოკატებისა და ბრალდებულების შეხვედრა იქამდე არ მოხერხდა, სანამ სასამართლოს არ გადაეცა საქმე.
„მხოლოდ სასამართლოში გვაცნობენ საქმეს, ისიც ისე, რომ არ გვაძლევენ ქსეროასლებს. ვფიქრობ, ჯაშუშობაში ბრალდებულთა საქმე მანამდე წავა სტრასბურგში, ვიდრე საქართველოში ამოიწურება ყველა სასამართლო ინსტანცია“, – აცხადებს ქამადაძე. მისი თქმით, ჯაშუშობაში ბრალდებულები პოლიტპატიმრები არიან, რადგან ეს საქმე საქართველო-რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო შეიკერა: „წარმოუდგენელია, რომ ისეთ უზარმაზარ სახელმწიფოს, როგორიც რუსეთია, ერთ პატარა ქალაქში 13 ჯაშუში ჰყავდეს“.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესი ბათუმის სასამართლოში დახურულია.

გადაბეჭდვის წესი