სიახლეები

ხელისუფლება პირად ანგარიშებს გააკონტროლებს

30.05.2012 • • 1137
ხელისუფლება პირად ანგარიშებს გააკონტროლებს

ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ თუ საზოგადოების ტოტალური კონტროლი
ავტორი: ლელა დუმბაძე

სულ მალე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ხელისუფლებას უფლება მიეცემა, ნებისმიერი ადამიანის საბანკო ანგარიში გააკონტროლოს. კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ეს პროექტი ფულის გათეთრების წინააღმდეგ არის მიმართული. ამ იდეის ოპონენტების აზრით კი, ამით ხელისუფლება საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დამყარებას ცდილობს.

„პირადი ანგარიში იმიტომ ჰქვია, რომ პირადი უნდა იყოს. მთავრობამ რატომ უნდა ნახოს. თუმცა ამ ცვლილების შესახებ პირველად მესმის. ალბათ უნდა დავფიქრდე და გავაანალიზო, კარგია ეს თუ ცუდი“, – ამბობს ბათუმელი პეტრე კემულარია.

საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ ჩარკვიანს კი მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილება არ არღვევს ადამიანის უფლებებს: „აქ თქვენი და ჩემი ანგარიშების შემოწმებაზე კი არ არის საუბარი, არამედ უცხოეთიდან შემოსულ ფულზე“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თათული თოდუას თქმით, იმ შემთხვევაში თუკი პროკურატურას გაუჩნდება „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ რომელიმე კონკრეტული ანგარიშის მეშვეობით ტარდება კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მაგალითად, ფულის გათეთრება, მას უფლება ექნება, ამ ანგარიშზე წარმოებული ფინანსური ოპერაციები შეამოწმოს. კითხვაზე, – რაზე დაყრდნობით შეიძლება გაუჩნდეს პროკურატურას „საფუძვლიანი ეჭვი“, მას ხომ არ აქვს წინასწარ ინფორმაცია ფულის გადარიცხვაზე? თათული თოდუა ამბობს:

„ინფორმაციის წყარო შეიძლება ბევრი იყოს. ერთ-ერთი ასეთი წყარო ბანკია, რომელსაც საქართველოში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი კანონი ავალდებულებს, კონკრეტულ ანგარიშზე 30 000 ლარზე მეტი თანხის გაჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურს გაუგზავნოს“.

დაფიქსირდა თუ არა ქართულ ანგარიშებზე საეჭვო რაოდენობის თანხა და კონკრეტულად როდის? ამ კითხვაზე თემურ ჩარკვიანი პასუხობს: „დიდი ფული გაჩნდა თუ არა ქართულ ანგარიშებზე, ამაზე არ ყოფილა საუბარი, ეს ცვლილება უკავშირდება ტერორიზმს და შავი ფულის შემოდინებას“.

კითხვაზე – როგორ უნდა დადგინდეს, რომ შემოსული თანხა ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, – დეპუტატი პასუხობს: „სპეცსამსახურები მუშაობენ ამაზე და ადგენენ“. დეპუტატს არც იმაზე აქვს დეტალური ინფორმაცია, კონკრეტულად რა ოდენობის თანხა მიიჩნევა საეჭვოდ: „თანხის რაოდენობა არ იყო განხილვის დროს მითითებული“.

მედიასამართლის ექსპერტი სანდრო ბარამიძე კი აღნიშნავს, რომ ეს ცვლილება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შეზღუდავს: „ამას ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლიც. სხვა საკითხია, როგორ გავრცელდება ის ქართულ სინამდვილეში“.
ბარამიძის განცხადებით, შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით და უნდა ემსახურებოდეს „დანაშაულის გამოძიება-აღკვეთას“.
სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ კითხვებს ბადებს კანონპროექტის მე-4 ნაწილის დებულება, სადაც წერია: „საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისთვის აუცილებელ ვადას“. არ მესმის, რას ნიშნავს ეს ვადა, რადგან ასეთი ვადები სისხლის სამართლის პროცესებში გათვალისწინებული არ არის“.

ექსპერტის განცხადებით, მთავარია, ეს მუხლი უფლებამოსილების გადამეტებით დაუსაბუთებლად არ გამოიყენონ: „საიდუმლო არ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო სუსტად აკონტროლებს საგამოძიებო ორგანოების მოქმედებას. სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობას, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე, ავტომატურად აკმაყოფილებს, ამიტომ მთავარი საფრთხე სწორედ ამ მანკიერ პრაქტიკაშია. თუ სასამართლოები გულდასმით შეამოწმებენ, მართლა არსებობს თუ არა „დასაბუთებული ვარაუდი“, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს საბანკო ანგარიშების გამოყენებით, მაშინ საფრთხე ბევრად უფრო მცირე იქნება. მაგრამ დაიცავენ თუ არა სასამართლოები კანონის ამ მოთხოვნას, ამის თაობაზე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება მიჭირს“.

კანონპროექტთან დაკავშირებით ბათუმის ქუჩებში ჩაწერილი მოქალაქეების აზრი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ბათუმელ მერაბ შაქარაძეს მიაჩნია, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებით, აუცილებლად დაირღვევა ადამიანის უფლება: „მთავრობას ვისი ანგარიშებიც აინტერესებს, ისედაც მშვენივრად იცის, ვის რამდენი აქვს. ალბათ პოლიტიკური ნიშნით გააკონტროლებენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანის უფლების დარღვევა“.

ეს ინიციატივა დიდად არც ოთარ ზოიძეს მოსწონს: „სახელმწიფო ხელს უწყობს იმას, რომ ხალხმა ფული ბალიშის ქვეშ შეინახოს. იქ ვერავინ შეამოწმებს ყაჩაღების გარდა. ყაჩაღებისგან კი, ჯერჯერობით, დაზღვეულები ვართ. ჩემი უფლება დაცულია კონსტიტუციით, მაგრამ უბეში თუ ხელი ჩამიყვეს და ქექვა დაიწყეს, რად მინდა მაშინ კონსტიტუცია“.

მწერალი ანზორ კუდბა ამბობს, რომ ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე არაფერი სმენია: „თქვენგან გავიგე პირველად. საჩოთიროდ მეჩვენება ეს ამბავი. სხვის ქისაში ხელის ფათურს ჰგავს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ თუკი ვინმეს დიდი ფული ექნება ანგარიშზე, ხელისუფლებამ მის მიმართ ტერორი განახორციელოს. რაღაცას გამოუჩხრეკს, რომ წაართვას ეზო, სახლი…“

დაუცველობაზე საუბრობს ერთ-ერთი ინკოგნიტო მეწარმეც: „არასწორი გადაწყვეტილებაა. მე რა ქონებაც მაქვს, ისედაც ჩანს დეკლარაციაში, ანგარიშებში რატომ უნდა აფათურონ ხელი. ყველაფერს აკეთებენ, რომ ტოტალური კონტროლი დაამყარონ ხალხზე. ფაქტობრივად, დაუცველია ადამიანი“.

ჭაბუკა სურმანიძე მომღერალია, ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე მასაც არაფერი სმენია: „ანგარიში არ მაქვს, არც გახსნას ვაპირებ და არც არაფრის იმედი მაქვს. 12 წელია ქირით ვცხოვრობ. თუ ვინმეს კონტროლი უნდათ, შეუძლიათ ჩემგან დაიწყონ“.

ახალ საკანონმდებლო ინიციატივას პესიმისტურად უყურებს, საკანცელარიო მაღაზიის მეპატრონე მანანა ფუტკარაძეც: „თუ ხელისუფლება ყველაფრის კონტროლს დაიწყებს, მაშინ ცხოვრება აღარ იქნება დაცული. დარწმუნებული ვარ, თუკი ვინმეს მიმართ ინტერესი გაჩნდება, ამ კანონს ხელისუფლება ბოროტად გამოიყენებს“.
მერაბ კოჩალიძე და მალხაზ კახიძეც მიიჩნევენ, რომ მსგავსი კანონების პირობებში, ადამიანის პირადი ცხოვრება დაუცველია.

გადაბეჭდვის წესი