მთავარი,სიახლეები

ავარია – ბუკნარში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

21.06.2018 • 2509
ავარია – ბუკნარში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

დღეს, 21 ივნისს, დილით ქობულეთი – ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალის ბუკნარის მონაკვეთზე ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ერთ-ერთ მიკროავტობუსს ჩაქვიდან ბათუმში მგზავრები გადაჰყავდა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

შს სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაჯარიმდა.

ავარიის დროს სამი ავტომობილი დაზიანდა

ავარია ბუკნარში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: