განათლება,მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში ჰპირდება პედაგოგებს ხელფასის გაზრდას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 

19.06.2018 • 14766
რა შემთხვევაში ჰპირდება პედაგოგებს ხელფასის გაზრდას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 

მამუკა ბახტაძემ, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატია, იმ პრიორიტეტების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომლებიც მისი გაპრემიერების შემთხვევაში შესრულდება.

პროგრამაში საკმაოდ ვრცელი ადგილი უჭირავს განათლების სფეროს. ერთ-ერთ პუნქტში, სადაც ის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტობაზე საუბრობს, ასევე ნათქვამია, რომ „მთავრობა იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათ ღირსეულ ანაზღაურებაზე“.

თუმცა უფრო ქვემოთ ვკითხულობთ, რომ ეს ანაზღაურება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე იქნება დამოკიდებული.

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მათი პროფესიული მიღწევების შესაბამისად დაიგეგმება სახელფასო პოლიტიკა“, -ვკითხულობთ ბახტაძის პროგრამაში.

მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძეს სხვა გეგმებიც აქვს:

„დაინერგება ინტეგრირებული-საბაკალავრო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მასწავლებელთა მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

სკოლებში ახალი და კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით უმაღლესდამთავრებულ პირთათვის გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, უზრუნველყოფილი იქნება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული ცოდნის ამაღლება“ და ა.შ.

ბახტაძე თავის პროგრამაში საუბრობს განათლების ხელმისაწვდომობაზე ყველა პირისთვის. პროგრამის მიხედვით, „ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისთვის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემამ რეგიონში ლიდერის პოზიცია დაიკავოს“.

პროგრამაში ბახტაძე განათლების სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებაზე საუბრობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: