მთიანი აჭარა,სიახლეები,სპორტი

ხულოელმა ლერი აბულაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

06.06.2018 • 3946
ხულოელმა ლერი აბულაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხულოს სასპორტო სკოლის ინფორმაციით, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძემ, რომელიც ამავე სკოლაში ვარჯიშობს, 63 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლერი აბულაძემ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ლიეტუველ ლიტ ე იუსტას პეტრავიჩიუს 7-4 სძლია.

ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარე წლის 4-5 ივნისს თურქეთში, სტამბულში გაიმართა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: