მთავარი,სიახლეები

დღეს საღამოდან ბათუმში გაწვიმდება, მთაში მოსალოდნელია თოვლი 

14.03.2018 • 1512
დღეს საღამოდან ბათუმში გაწვიმდება, მთაში მოსალოდნელია თოვლი 

ბათუმში დღეს, 14 მარტს, გვიან საღამოს გაწვიმდება. სინოპტიკოსები დღის ბოლომდე უნალექო ამინდის შენარჩუნებას ელიან. ბათუმში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი 16 მარტის ჩათვლით. შაბათ-კვირას ბათუმში მზიანი ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც მოიმატებს.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურა 12-17 გრადუსი იქნება, ღამით – 5 – 10 გრადუსი სითბო, ქარის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით იწვიმებს.

მთაში ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0-5 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

16 მარტს მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: