კონკურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის აჭარაში, დაფინანსდება 3 პროექტი

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს კონკურსს პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება“. პროექტს უჭერს მხარს ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდი [NED]. პროექტის მთავარი მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დემოკრატიული გარემოს ხელშეწყობა და სამოქალაქო ჩართულობის წახალისება. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ საინიციატივო ჯგუფებს.  კონკურსის მთავარი ამოცანაა ისეთი იდეების, ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს …

330 მოსწავლე აჭარიდან ერთ ჯგუფში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

სოციალურ ქსელში შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელთა მიზანიც მედიაწიგნიერება და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაა, აჭარის რეგიონში – ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 330 მოსწავლე გაწევრიანდა. სალომე ფუტკარაძე – ონლაინკურსის კოორდინატორი: “პროექტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გავავრცელეთ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აჭარის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინტერნეტთან წვდომა ყველა მოსწავლისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ინფორმაციის …

დისკუსია – ქობულეთის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში მოსახლეობას

2017 წლის 4 მარტს ბობოყვათში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ  ჟურნალისტთა  სახლის“ ორგანიზებითა და ფონდ  NED-ის  მხარდაჭერით, გაიმართა ადგილობრივი  მოსახლეობის შეხვედრა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან – სულხან ოქროპირიძესთან, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა. სულხან ოქროპირიძე – ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე: მინდა მოგახსენოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში ჩატარებულია 17 ბიუროს და 17 საკრებულოს სხდომა, აქედან …

„სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს რაღაც, რომ სოფელი არ დაცარიელდეს“ – დისკუსია შუახევში

„შუახევის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები“ – ამ თემაზე დისკუსია დაბა შუახევში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართა. დისკუსიის მოდერატორი იყო დავით ლოსაბერიძე, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი საქართველოდან. დავით ლოსაბერიძე, დისკუსიის მოდერატორი: 1991 წლიდან მოყოლებული მეხუთე რეფორმა ხორციელდება და ყოველ ჯერზე რაღაც ნაბიჯი იყო წინგადადგმული. ევროპაში ჩვენ გვეუბნებიან, …

დისკუსია – ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები

დისკუსია  თემაზე: „ხულოს მუნიციპალიტეტის  2017  წლის  პრიორიტეტები“, დაბა ხულოში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“  ორგანიზებით  გაიმართა . დავით  ლოსაბერიძე -ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი – საქართველოდან: თემა  ძალიან  დიდია და  შევეცდები  ზოგადი  ხედვები  და  პრობლემები  ჩამოვაყალიბო იმ  შესაძლებლობებზე  რაც  არსებობს  და  გაჩნდა  ასოცირების  ხელშეკრულების  შემდეგ.   ეს  არის  ინსტრუმენტები,  რომლებსაც  გამოყენება  …

დისკუსია მშენებელ მუშათა უფლებებზე

“მშენებელ მუშათა უფლებები და სახელმწიფო” – ამ თემაზე დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. თემის გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი მშენებელთა დაღუპვის მაჩვენებელია – პროფესიული კავშირების მონაცემებით, ბოლო 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ბათუმში 53 მუშა დაიღუპა, ხოლო 114 დასახიჩრდა. დისკუსიის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური უსაფრთხოების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ირაკლი მოქიამ  შეკრებილებს უთხრა, როგორ რეაგირებს მერია …

არჩევანის თავისუფლება [ვიდეო]

რამდენად აძლევენ მშობლები შვილებს არჩევანის თავისუფლებას და როგორია მათი დამოკიდებულება შვილების მიერ გაკეთებული არჩევანის მიმართ. სიუჟეტში ასახულია, როგორც მშობლების ისე შვილების პოზიცია. სიუჟეში ასევე მოისმენთ ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის შეხედულებებსა და რჩევებს ამავე საკითხთან მიმართებაში. სიუჟეტი მომზადდა პროექტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” ფარგლებში, NED-ის დაფინანსებით. ამავე თემაზე: ნათია ფანჯიკიძე – თაობათა ურთიერთობა [ვიდეო]

Exit mobile version