მოწამლული საკვებით მსოფლიოში ყოველწლიურად 420 ათასი ადამიანი იღუპება – FAO

დღეს, 7 ივნისს, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქციოს სურსათთან დაკავშირებული რისკები, მათი მართვა, პრევენცია და უვნებელ სურსათზე ზრუნვა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, ყოველწლიურად 600 მილიონი ადამიანი ავადდება საკვებით გამოწვეული დაავადებებით, რომელთა 200-მდე სახეობა არსებობს. „ისინი, ძირითადად, გამოწვეულია ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით ან ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც …

ზეთისა და რძის პროდუქტების ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია – FAO

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, თებერვალში სურსათზე მსოფლიოში ფასები კვლავ გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ყველაზე მნიშვნელოვნად მცენარეული ზეთებისა და რძის პროდუქტების ფასებია გაზრდილი. FAO-ს თანახმად, ყველაზე მეტად გაიზარდა მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი, ის წინა თვესთან შედარებით 8,5 პროცენტით არის მომატებული, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. FAO-ს ცნობით, ეს ძირითადად განპირობებულია პალმის, სოიას …

2 მილიარდ ადამიანს ხელი არ მიუწვდება უვნებელ და სასარგებლო საკვებზე – FAO

16 ოქტომბერი მსოფლიო სურსათის დღეა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტ ადამიანს მუდმივად ხელი არ მიუწვდება უვნებელ და სასარგებლო საკვებზე. „2050 წლისთვის კი მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით 10 მილიარდს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სურსათზე მოთხოვნას. ამ გლობალურ გამოწვევას, რომელიც საფრთხეს უქმნის სურსათის უსაფრთხოებას, კვების რაციონსა და საარსებო პირობებს, …

5 დასახელების პროდუქტზე კორონავირუსის მიზეზით ფასები შემცირდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაცით, 9 მარტის მონაცემებით, სამომხმარებლო კალათის 5 ძირითად პროდუქტზე – რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი, 4-თვიანი უწყვეტი ციკლის შემდგომ პირველად ფასები 1%-ით შემცირდა და 180 ქულა შეადგინა, რაც 8.1%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. FAO-ს ცნობით, ფასების შემცირების მიზეზი კორონავირუსით გამოწეული მოლოდინი იყო, „რომლის თანახმადაც, ეპიდემიას …

იანვრიდან საწარმოები არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძეს აღარ ჩაიბარებენ

2019 წლის პირველი იანვრიდან რძის გადამამუშავებელი საწარმოები  რძეს აღარ შეიძენენ იმ ფერმერებისგან, რომლებსაც ცხოველები არ ჰყავთ  სურსათის ეროვნულ სააგენტოში იდენტიფიცირებული. ამ  ცვლილებებისა და იდენტიფიკაციის პროგრამასთან დაკავშირებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია – FAO-მ დასავლეთ საქართველოში ფერმერებთან და რძის სექტორში წარმოდგენილ მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, ერთი მხრივ, ფერმერთა დროული ინფორმირება ახალი …

პირუტყვის ვაქცინაცია ბრუცელოზზე ზაფხულში დაიწყება

ბრუცელოზთან ბრძოლის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა სახელმწიფომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად გასულ წელს შეიმუშავა. მაშინ დაავადების აღმოსაფხვრელად პრევენციული ღონისძიებები რეგიონების მიხედვით გაწერეს. პროგრამის მიხედვით, ბრუცელოზთან ბრძოლის პირველი ეტაპი აჭარაში, კახეთსა და თბილისში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოკვლევით გასულ წელს დაიწყო. წელს ზაფხულში კი სააგენტო მსხვილფეხა პირუტყვს საზღვარგარეთიდან შემოტანილი ვაქცინით აცრის. ბრუცელოზის საწინააღმდეგო …

Exit mobile version