ქალაქი დაბერდა და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ – მიმართვა აჭარის განათლების სამინისტროს

ავტორი: ლევან გელიაშვილი [ერედელი],  პროექტის – Art Up | Street Gallery-ის და Black Sea Sound-ის დამფუძნებელი _____________________ დღეიდან ვწყვეტ თანამშრომლობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან რადგან მათი მხრიდან საქმის, განსაკუთრებით კი, თანამედროვე ხელოვნებისა და მუსიკის მიმართ დამოკიდებულება გახდა სრულიად აუტანელი, არასერიოზული და არაკომპეტენტური. რაც მთავარია, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდა პანდემიის დროს გამოვლენილი …

26 ივლისს ბათუმში სამდღიანი მუსიკის ფესტივალი იწყება

26, 27 და 28 ივლისს ბათუმში ყოველწლიური ფესტივალი Black Sea Sound-ი იწყება. პროექტის ფარგლებში კონცერტები გაიმართება ბათუმის ქუჩებში. 26 ივლისი, 20:00 საათზე, კონცერტი დაიწყება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯგუფები: Savannah Fish (თბილისი); Project – Free Space (ბათუმი); Dj Max (ბათუმი). 27 ივლისს, ამავე დროს, „წიგნები ბათუმში“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, Flow Masters-ი დაუკრავს. …

ხვალ ბათუმში რობი კუხიანიძის კონცერტი გაიმართება [ანონსი]

2 დეკემბერს, შაბათს, 20 საათზე, ბათუმში, „თავისუფალ სივრცეში“ რობი კუხიანიძის კონცერტი გაიმართება. დასწრება თავისუფალია. რობი კუხიანიძის კონცერტი ფესტივალ Black Sea Sound–ის დასკვნითი ღონისძიებაა. პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების სამინისტრო. ამავე თემაზე:  ბაბუა რობი   

ბათუმში რობი კუხიანიძის კონცერტი გადაიდო

დღეს,  Black Sea Sound-ის ფარგლებში, თავისუფალი სივრცე / Free Space – ში დაგემილი რობი კუხიანიძის კონცერტი გადაიდო. ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება, გუშინ ღამით მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღეს, რომლის შედეგადაც ბათუმში, სასტუმრო ლეო გრანდიში განვითარებული ხანძრის შედეგად  11 ადამიანი დაიღუპა და 20–ზე მეტი დაშავდა. ინფორმაცია ღონისძიების ჩატარების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.  

როგორ გავაგონოთ მედიას – ტრენინგი Black Sea Sound ფესტივალის ფარგლებში [ანონსი]

4 ნოემბერს, 18 საათზე, „თავისუფალ სივრცეში“ გაიმართება ტრენინგი თემაზე „როგორ გავაგონოთ მედიას“. ტრენინგი შეეხება მედიასთან ურთიერთობის ისეთ საკითხებს, როგორიცაა პრესრელიზის სწორად მომზადება, ჟურნალისტებთან და რედაქციებთან ურთიერთობა და ინფორმაციის მედიისათვის საინტერესოდ მიწოდების მნიშვნელობა და ფორმები. ტრენინგს ჩაატარებს ნანა კვაჭაძე, ჟურნალ „ბათუმელების“ ჟურნალისტი. დასწრება თავისუფალია. ტრენინგის დასასრულების შემდეგ გაიმართება კონცერტი. პროექტი Melomaniakk (Acoustic Version). ______________ Black Sea …

„ექსპერიმენტული მუსიკა არ მიდის კომპრომისებზე“

Black Sea Sound-ი ექსპერიმენტული, ალტერნატიული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ბათუმში 2014 წლიდან ტარდება. ფესტივალის მიმდინარეობისას ყოველ წელს ალტერნატიული, საავტორო მუსიკის კონცერტები, ვორქშოპები და შეხვედრები ტარდება მუსიკოსებთან. ფესტივალის მიზანი საქართველოში ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების აღმოჩენაა, რომლებიც ექსპერიმენტულ მუსიკას ქმნიან. სემინარებისა და შეხვედრების საშუალებით მუსიკოსები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და კომუნიკაციის საშუალება ეძლევათ. Black Sea Sound-ის დამფუძნებელი, ლევან გელიაშვილი აღნიშნავს, …

Black Sea Sound – ლევან შანშიაშვილის ვორქშოფი ბათუმში

Black Sea Sound-ის ფარგლებში ვორქშოფები დაიწყო. პირველი ვორქშოფი – „ჰარმონიის მნიშვნელობა თანამედროვე მუსიკაში“ 16 სექტემბერს, საღამოს 6 საათზე, მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“  გაიმართება და მას  მუსიკოსი ლევან შანშიაშვილი [ჯგუფი KID Jesus] გაუძღვება. ვორქშოფზე განხილული იქნება სხვადასხვა მაგალითი და ზოგადად ნოტების, აკორდების, ჰარმონიის თავისებურებები, ასევე, სანოტო სისტემის მნიშვნელობა და მელოდიის ჰარმონიზირება. დასწრება თავისუფალია. დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია [დაკლიკეთ ბმული] უნდა გაიარონ. პროექტი …

Exit mobile version