ხანძარი სახლში, სადაც სამი ბავშვი იმყოფებოდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში ხანძრის შედეგად მელაძეების ხუთსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი ხის ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, სადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდებოდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ხანძარი დღეს, 13 მაისს, დაახლოებით 11 საათზე გაჩნდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა მათი სახლიდან დროულად გამოყვანა მეზობლებმა შეძლეს. ოჯახმა საყოფაცხოვრებო …

რას მიიღებენ გლეხები გაუქმებული აგრობარათების ნაცვლად

სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის აგრობარათების გაუქმებას აპროტესტებენ ხულოში. ვაჩერის ფარგლებში გლეხები მიწის ფართობებს უფასოდ ხნავდნენ, ასევე უფასოდ იძენდნენ სასუქის და სასოფლო-სამეურნეო იარაღის გარკვეულ ოდენობას. „ეს არ იყო ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილება, მაგრამ ხულოს გამგეობამ და საკრებულომ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გლეხები დაეცვათ. საჯარო დაპირებები იყო, რომ გლეხებს ალტერნატიულ პროგრამებს შესთავაზებდნენ, მაგრამ გაზაფხული მოვიდა, მიწები დასახნავია, ვაუჩერი კი არ …

დამეწყრილ მოსახლეობას ხელისუფლება ბინებს უმიწოდ, ხულოს ცენტრში სთავაზობს

„მოვრიგდით, შედეგი უკვე გვაქვს. ნებისმიერ დროს, როცა ოჯახები თანხმობას განაცხადებენ, ჩვენ მზად ვართ მათი ტრანსპორტირება მოვახდინოთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. სოფელ თხილვანაში მეწყერი 10 იანვარს გააქტიურდა. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აქ მცხოვრები 62 ოჯახის განსახლება აუცილებელია, რადგან მათ მეწყრისგან საფრთხე ემუქრებათ. რამაზ ჯინჭარაძემ ვერ დაგვიკონკრეტა, რამდენმა ოჯახმა განუცხადა თანხმობა ქირით გასვლაზე სამთავრობო …

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ წინააღმდეგ მოსახლეობა საპროტესტო აქციას გეგმავს

დღე, 14 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“,  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში საპროტესტო აქციის განახლებას გეგმავს.  ორგანიზაციის წარმომადგენლები და სოფლის მოსახლეობა აპირებს არ გაატარონ ჰესის მშენებლობაზე მომუშავე ტექნიკა, რადგან მათი განცხადებით, სოფლებში სადაც ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს, არ არის დაცული ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები. „ყველა გეოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ სოფელი  მეწყერსაშიშ ზონაშია და ხელისუფლება კი არ აპირებს ამ …

გოდერძის უღელტეხილზე პირველი თოვლი მოვიდა

გოდერძის უღელტეზილზე პირველი თოვლი მოვიდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, თოვა გუშინ გვიან ღამით დაიწყო, თუმცა თოვლის საფარი დიდი არ არის. როგორც გამგებელი ბესიკ  ბაუჩაძე გვეუბნება,  რამდენიმე ოჯახის გარდა, მთებიდან თითქმის ყველა მოიალაღე  დაბრუნდა. „ბეშუმში ვიყავი და იქ რამდემიმე ოჯახი იყო დარჩენილი, თუმცა ისინიც აპირებდნენ წამოსვლას. გუშინ გვიან ღამით წამოთოვა, თუმცა თოვლის საფარი არ არის იმხელა …

საპროტესტო აქცია ხულოში საკუთრების დასაცავად

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხში მცხოვრები ექვსი ოჯახი 5 მაისს საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი საკუთრების შენარჩუნებას ითხოვენ. „რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ აღსრულების ბიუროდან და გვითხრეს, რომ სახლ-კარი უნდა დავცალოთ, მიწაც თქვენი არ არისო. ღია ცის ქვეშ გვტოვებენ. არადა, ჩემი ბაბუაც და იმის ბაბუაც ამ მიწაზე ცხოვრობდა,” – ამბობს „ბათუმელებთან” თემურ პაქსაძე. მიწის ნაკვეთები რომ ამ ოჯახებს ეკუთვნით, ადასტურებს სოფელ …

920 ათასი ლარი კურორტ ბეშუმის გზების რეაბილიტაციისთვის

ხულოს მუნიციპალიტეტი კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 920 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. კურორტის შიდა მთავარ გზებზე ძირითადად ასფალტის საფარი დაიგება. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ქუჩების, გზების, გზატკეცილების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ასფალტობეტონის საფარის მოწყობა) …

Exit mobile version