ზენითი-აჭყვისთავის გზა გაიხსნა – ივანიშვილის პარკისთვის გამზადებული ხე სოფლიდან გააქვთ

დაახლოებით 11 საათი იყო ჩაკეტილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზა. მოძრაობის პარალიზება ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად გამზადებული ხის გადაადგილების შეფერხებამ გამოიწვია. ხე გზის ვიწრო მონაკვეთში არ გაეტია, რის შემდეგაც ადგილზე  გზის გაფართოების სამუშაოები დაიწყეს. 11 საათის განმავლობაში ავტომობილები ამ სოფლების მიმართულებით შემოვლითი გზით გადაადგლდებოდნენ. ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის პროცესი ღამის პირველი საათიდან …

მოქალაქის პროტესტი ქობულეთიდან: ივანიშვილის ხის გადატანის გამო, ჩვენს დარგულ ხეებს ჭრიან

ქობულეთში, სოფელ ალამბარში მცხოვრები სულიკო ნიჟარაძე ხეების მოჭრას აპროტესტებს. მისი თქმით, ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ალამბრიდან ხეების გადატანა იგეგმება, რის გამოც საავტომობილო გზას აფართოვებენ და მოქალაქეებთან შეთანხმების გარეშე გზის მიმდებარედ ხეებს ჭრიან. „გადავუდექი წინ ტრაქტორს და სამუშაოების შეჩერებას ვითხოვ… ივანიშვილს ალამბრის მეურნეობიდან მიაქვს ნეკერჩხალი, 6 ძირი ხე გამზადებულია უკვე. ხის გადატანის გამო ჩემს დარგულს ხეებს ჭრიან: …

რა ხდება ჩაქვში, საიდანაც ივანიშვილს ხეები გააქვს [ფოტო, ვიდეო]

აქვს თუ არა ნებართვა კომპანიას, რომელიც ჩაქვში, ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის მრავალწლოვან ხეებს იღებს და შეკვეთილში გადასატანად ამზადებს? – ამ კითხვაზე პასუხს აჭარის მთავრობიდან 11 იანვრის შემდეგ ველოდებით. ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ხეების გატანა აჭარიდან პირველად 2016 წელს დაიწყო. დადასტურებულია, რომ აჭარის მთავრობამ მას შემდეგ ყველა ის მიწა გაყიდა კერძო კომპანიებზე, საიდანაც მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა …

დენდროლოგიურ პარკში გადასატანი ხე ბარჟიდან ნაწილობრივ ზღვაში ჩაუვარდათ

შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში მორიგი მრავალწლოვანი ხე გადატანისას მახინჯაურის სანაპიროსთან ნაწილობრივ ზღვაში ჩაუვარდათ. ხე, რომელიც ყოფილი სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ამოიღეს, შპს „გზას“ გადააქვს. ამ დროისთვის მიმდინარეობს დროებითი გზის მიყვანა ბარჟამდე, რათა ხესთან შესაბამისი ტექნიკა მივიდეს და ტვირთი ბარჟაზე ისე განთავსდეს, რომ მისი ზღვით ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდეს. დენდროლოგიურ პარკს შეკვეთილში ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი აშენებს. ამავე თემაზე: აჭარის ფინანსთა …

სულხან ევგენიძე: გარეგანათების ბოძების ამოთხრა ხის გადატანას არ უკავშირდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ჩაქვი-ბუკნარის მონაკვეთზე გარეგანათების ბოძების ამოთხრა მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირებას არ უკავშირდება. „ეს არის მიმდინარე სამუშაო გარეგანათების ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც მუნიციპალიტეტს ჯამში 280 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია გარეგანათებაზე. ჩვენ არ ვართ ვალდებული რაიმე ნებართვა გავცეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფორმირებული ვართ, რომ მიმდინარეობს …

ივანიშვილის ხის გამო ავტომაგისტრალზე განათების ბოძები და საგზაო ნიშნები ამოთხარეს [ფოტო]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, სადაც შეკვეთილში გადასატანად ხეებს თხრიან, ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალზე გარეგანათების ბოძები და საგზაო ნიშნებიც ამოთხარეს. მაგისტრალზე გარეგანათება გუშინ საღამოს გათიშეს, ხოლო განათების ბოძები წუხელ ამოიღეს. დღეს, 17 მარტს, კიდევ ერთი მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირება იგეგმება ბუკნარიდან ჩაქვში, რის გამოც გარკვეული დროით ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალიც გადაიკეტება. კომპანია „ზიმოს“ [ეს კომპანია ერთ-ერთი მათგანია, რომლსაც ხეები გადააქვს] წარმომადგენელმა, ირაკლი შანავამ „ბათუმელებს“ …

ტერიტორია, სადაც ივანიშვილისთვის ხეებს თხრიან, სახელმწიფომ ოფშორულ კომპანიას მიყიდა

ჩაქვში, პლაჟის მიმდებარე მიწის ნაკვეთები, სადაც მრავალწლოვან ხეებს ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადასატანად თხრიან, სახელმწიფომ უპირობო აუქციონითა და პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა. ამ ნაკვეთებთან არის მოწყობილი დროებითი ნავმისადგომიც, საიდანაც ციხისძირში, ბუკნარსა თუ ჩაქვში ამოთხრილი მრავალწლოვანი ხეები ურეკში გემით გადააქვთ. ნავმისადგომის მოსაწყობად კი ნაპირდამცავი რკინაბეტონის ნაგებობის ერთი მონაკვეთიც დაანგრიეს. ტერიტორია შემოსაზღვრულია და შიგ გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია. „სახელმწიფო …

ხეებს ციხისძირში სახელმწიფო აუქციონზე ყიდის

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მრავალწლოვან ხეებს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“  აუქციონზე 13 ათას ლარად ყიდის. აუქციონზე ბიჯი 500 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონზე გატანილი სამი ხიდან: ამბრის ხის გარშემოწერილობა 2,4 მ. სიმაღლე 30 მ-ია;   ევკალიპტის ხის – გარშემოწერილობა 5,55 მ. სიმაღლე 35-40 მ; სექვოიას ხისა კი – გარშემოწერილობა 4,2 მ. სიმაღლე 25 მ. …

ივანიშვილის ხის გადატანის გამო ციხისძირში ავტომაგისტრალი რამდენიმე საათით ჩაიკეტა [ფოტო]

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შესყიდული მრავალწლოვანი ხის გადატანის გამო სოფელ ციხისძირთან ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო, რამაც მოქალაქეების და მძღოლების პროტესტი გამოიწვია. როგორც თვითმხილველმა „ბათუმელებს“ აცნობა, ამ დროისთვის მაგისტრალი გახსნილია, თუმცა ავტომანქანები შეფერხებით გადაადგილდება. აჭარაში [ჩაქვში, ბუკნარში, ციხისძირში] რამდენიმე ძირ ხეს ამზადებენ გადასატანად. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გურიაში, შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს აშენებს.

Exit mobile version