რამდენიმე დღის წინ, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა დადო, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. 17 ოქტომბერს პარლამენტი შეიკრიბა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად გოგა კიკილაშვილი აირჩია. გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ არამხოლოდ ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციები, არამედ საერთაშორისო …
Tag Archives: ხვიჩა კიკილაშვილი
საქმე, რომელშიც უზენაესის მოსამართლე ფიგურირებს, ევროსასამართლომ დასაშვებად ცნო
საქმე, რომელშიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს, სტრასბურგის სასამართლომ დასაშვებად ცნო. საჩივრის ავტორმა თამარ ხაჭაპურიძემ უკვე მიიღო ევროსასამართლოსგან დასაშვებობის დამადასტურებელი წერილი. თამარ ხაჭაპურიძემ 2016 წელს თქვა, რომ თავის არასრულწლოვან შვილს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გონიოს პლაჟზე მის თვალწინ სცემა. გამოძიება მოზარდის ცემაზე იმავე დღეს დაიწყო, ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას საღამოს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა …
Continue reading “საქმე, რომელშიც უზენაესის მოსამართლე ფიგურირებს, ევროსასამართლომ დასაშვებად ცნო”
„წარმოიდგინეთ, პირველკურსელი უცებ გაამწესეს მეცნიერებათა აკადემიაში“ – დოლიძე კიკილაშვილის საკონსტიტუციოში დანიშვნაზე
„ეს უკვე სასამართლო კლანის კვოტაა,“ – ასე აფასებს ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საკონსტიტუციო სასამართლოში ხვიჩა კიკილაშვილის დანიშვნას. მისი აზრით, თუკი აქამდე ხელისუფლება სანდოობის მიხედვით არჩევდა კადრებს, ამჯერად გადაწყვეტილება „სასამართლოს კლანმა“ მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები პერიოდულად იცვლებიან. სამ-სამ მოსამართლეს 10 წლის ვადით ნიშნავს უზენაესი სასამართლო, პრეზიდენტი და პარლამენტი. ხვიჩა კიკალაშვილმდე საკონსტიტუციო სასამართლოში 2017 წელს …
საკონსტიტუციოს ახალი მოსამართლის ფიცი ცარიელ დარბაზში
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ ხვიჩა კიკილაშვილმა დღეს, 8 აპრილს, ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალს პანდემიის გამო მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ესწრებოდა. სხვა პირებს, მათ შორის, პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ფიცის დადებას უნდა დასწრებოდა, პრესცენტრი მიაწვდის წერილობით ინფორმაციას. ხვიჩა კიკილაშვილი 3 აპრილს დანიშნა უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა …
Continue reading “საკონსტიტუციოს ახალი მოსამართლის ფიცი ცარიელ დარბაზში”
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნეს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა. გადაწყვეტილება დღეს, 3 აპრილს, მიიღო უზენაესი სასამართლოს პლენუმმა. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, როცა მოსამართლე მაია კოპალეიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. იგი უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული. ხვიჩა კიკილაშვილი ამ დრომდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ მუშაობდა, მანამდე კი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე …
Continue reading “საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნეს”
გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში ბრალდებულები 4 ათასი ლარით დააჯარიმეს
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მხოლოდ 4 ათასი ლარით დააჯარიმა თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე. მათ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა გამოძიება, რაც არ დადასტურდა. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფა არ დასტურდება. მან ბრალდებულებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდა ჯარიმის გადახდა. ჯარიმის ნაწილს მსჯავრდებულები აღარ გადაიხდიან, …
მოსამართლე ბრალდებულის მოწმეების დაკითხვაზე უარს ამბობს – „გიორგი მიქაუტაძის საქმე“
„მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჯდება, იგი დაუსაბუთებელია,“ – ასე აფასებს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებას საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. ამ მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის მოწმეების დაკითხვაზე უარი თქვა. მან მხოლოდ პროკურატურის მოწმეებს მოუსმინა და პირდაპირ დასკვნითი სიტყვების მოსმენას აპირებდა. ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი გიორგი მიქაუტაძეა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს …
„წიხლებს მირტყამდა ის ბიჭი,“ – გიორგი მიქაუტაძის სასამართლო ჩვენება
„აღშფოთება გამოვხატე, რას აკეთებთ, შვილებთან ერთად ვარ-მეთქი. სიტყვასიტყვით ვერ გავიმეორებ, მოვერიდები. რაც ვიდეოშია, ისაა რეალური,“ – ასე უპასუხა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ადვოკატის შეკითხვას მოქალაქის გინებაზე. ადვოკატმა სულხან კაპანაძემ მას გონიოს პლაჟზე გადაღებულ ვიდეოზე ჰკითხა, სადაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის და 13 წლის არასრულწლოვნის ფიზიკური დაპირისპირება ჩანს, ასევე ისმის მოსამართლის გინება. გიორგი …
Continue reading “„წიხლებს მირტყამდა ის ბიჭი,“ – გიორგი მიქაუტაძის სასამართლო ჩვენება”
ბრალდებული მოწმეს: აჩეხვით თუ ვემუქრებოდი მელოტ კაცს, პოლიცია რატომ არ გამოიძახეთ?
„ქალბატონი, მამაკაცი და კიდევ ბიჭი მელოტი კაცისკენ იწეოდნენ… მერე შეზლონგზე იჯდა ქალი, რომელიც მელოტ კაცს ემუქრებოდა, აგჩეხავო“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა დღევანდელ პროცესზე „გონიოს პლაჟის ინციდენტი“ პროკურატურის მიერ დაბარებულმა მოწმემ – მირზა მიქელაძემ. იგი 2016 წლის აგვისტოში მაშველად მუშაობდა გონიოს პლაჟზე, სადაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს და 13 წლის ბიჭს შორის დაპირისპირება მოხდა. არასრულწლოვნის მშობლების …
მოსამართლის ჩარევის შედეგად, ექსპერტიზის გამქრალი დასკვნა „მიქაუტაძის საქმეს“ დაუბრუნდება
არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ბავშვზე მიყენებული ფიზიკური დაზიანებები დასტურდება, „გიორგი მიქაუტაძის საქმეს“ დაუბრუნდება. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. მისი სიცოცხლის ხელყოფის მუქარას გამოძიება 13 წლის არასრულწლოვნის მშობლებს – თამარ ხაჭაპურიძესა და კახაბერ ხაჩიძეს ედავება. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების, თამარ ხაჭაპურიძისა …
პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მოსამართლე მიქაუტაძის საქმიდან გაქრა ბავშვის ცემაზე ექსპერტიზის დასკვნა
„ეს პროკურორი უნდა დააპატიმრონ, მან იცრუა…“ – წამოიძახა სასამართლო პროცესის დროს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ პროკურორ დავით ხარძეიშვილის მისამართით. ამ რეპლიკამდე გამომძიებელმა თამაზ აბაშიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ექსპერტიზას თვითონ მიმართა, დასკვნაც თვითონ წამოიღო ბიუროდან და „მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმეს“ დაურთო. გიორგი მიქაუტაძე ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. ამ საქმეში არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ჩატარებული …
მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე ბრალდებულებს სკაიპით ჩართავენ
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე ბრალდებულებს დიდი ბრიტანეთიდან სკაიპით ჩართავენ. გადაწყვეტილება ხელვაჩაურის სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა დღევანდელ პროცესზე მიიღო. ეს პირველი პროცესი იქნება, სადაც ბრალდებულები პროცესს დისტანციური წესით დაესწრებიან და ჩვენებებსაც მისცემენ. გიორგი მიქაუტაძე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. „ეს პრეცედენტია, როცა სკაიპით ჩაერთვებიან ბრალდებულები. მორიგი პროცესი 30 აპრილს დაინიშნა,“ – ამბობს „ახალგაზრდა …
Continue reading “მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე ბრალდებულებს სკაიპით ჩართავენ”
გიორგი მიქაუტაძის საქმე – ბრალდებულები დიდი ბრიტანეთიდან სკაიპით ჩართვას ითხოვენ
„მოვითხოვთ დისტანციურ ჩართვას დიდი ბრიტანეთიდან. ჩვენი მიზანი არ არის სასამართლო პროცესის გაჭიანურება,”- აღნიშნა დღეს, 12 მარტს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ადვოკატმა სულხან კაპანაძემ. იგი საია-ს იურისტთან, პაატა დიასამიძესთან ერთად დაცვის მხარეს წარმოადგენს საქმეში, სადაც დაზარალებულად მიჩნეულია გიორგი მიქაუტაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. გამოძიება მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ცოლ-ქმარს ედავება – თამარ …
Continue reading “გიორგი მიქაუტაძის საქმე – ბრალდებულები დიდი ბრიტანეთიდან სკაიპით ჩართვას ითხოვენ”
“გიორგი მიქაუტაძის საქმეზე” პროკურორი შეცვალეს
“გიორგი მიქაუტაძის საქმის” განხილვა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გადაიდო. გადადება პროკურორმა რომან ბოლქვაძემ ითხოვა, რომელმაც დავით ხარძეიშვილი ჩაანაცვლა და საქმის გასაცნობად დრო ითხოვა. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება …
Continue reading ““გიორგი მიქაუტაძის საქმეზე” პროკურორი შეცვალეს”
მოსამართლე, რომელიც იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს, უვადოდ დანიშნეს
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე – ხვიჩა კიკილაშვილი უვადო მოსამართლედ დანიშნეს. ეს მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს. მოსამართლე ირაკლი შავაძე კი, რომელიც მოსამართლეების ე.წ. გავლენიან ჯგუფთან არის დაპირისპირებული, ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლო სისტემის მიღმა დარჩება. მოსამართლეების კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს ხვალისთვის აქვს ჩანიშნული საქმის განხილვა, სადაც დაზარალებულად …
Continue reading “მოსამართლე, რომელიც იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს, უვადოდ დანიშნეს”
პროკურორი: ბავშვის ცემის ფაქტზე იუსტიციის საბჭოს მდივანი დაკითხულია
საქმე, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს – გიორგი მიქაუტაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, დღეს, 12 თებერვალს განიხილავდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა [იმ დროს გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო]. ბავშვის ცემის …
Continue reading “პროკურორი: ბავშვის ცემის ფაქტზე იუსტიციის საბჭოს მდივანი დაკითხულია”
იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს მის კეთილგანწყობაზე დამოკიდებული მოსამართლე განიხილავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის – გიორგი მიქაუტაძეს საქმის განხილვას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი რამდენიმე დღეში დაიწყებს. ორი დღის წინ ხვიჩა კიკილაშვილი მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობდა. მას უვადოდ დანიშვნა სურს. ხვიჩა კიკილაშვილის გამწესებაზე გადაწყვეტილება გიორგი მიქაუტაძემაც უნდა მიიღოს. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწოვნის მშობლების …
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე
მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო განიხილავს. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა ქალს, რომელმაც დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ სცემა. შემთხვევა გონიოს პლაჟზე 26 აგვისტოს მოხდა. „თამარ ხაჭაპურიძე ნაპირზე იმყოფებოდა და გადაფურთხა, მაგრამ არა იმის გამო, რომ …
Continue reading “მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე”