ბათუმელი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და Wimbledon-ის ძირითადი ბადის პირველი წრე წარმატებით გაიარა. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ცნობით, 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 94-ე ნომერი, ავსტრალიელი ჩოგბურთელი ანგარიშით – 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად უიმბლდონის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა. მარიამ ბოლქვაძე ბათუმელია. ჩოგბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, …

ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ნურ-სულთანის ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთში მიმდინარე ნურ-სულთანის ტურნირი მოიგო. ბოლქვაძემ ფინალში რუსი ვალერია სავინიხი დაამარცხა სამ სეტში და ტიტული მოიპოვა. ერთი კვირის წინ 23 წლის მარიამ ბოლქვაძე, ეკატერინა იაშინასთან ერთად, ყაზახეთის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულიც გახდა. ___________ ფოტო: საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია

ქედელი ჩოგბურთელების წარმატებები ზედიზედ

ვაიოს მაგიდის ჩოგბურთის სექციის სპორტსმენები გულშემატკივარს წარმატებებით ანებივრებენ. მალტაში, მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, ოთხი გოგონას ასპარეზობის შემდგომ სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს. ანრი დევაძე საქართველოს ნაკრების წევრი ოფიციალურად გახდა და ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. ლინდა ჩიკვაიძე 2018 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო წყვილებს შორის პირველ საპრიზო ადგილზე ელზა მახაჭაძე და ლინდა ჩიკვაიძე …

ჩოგბურთის დაკეტილი კორტები ქედაში  

ქედის მუნიციპალიტეტში ჩოგბურთის კორტები 2011 წელს მოაწყეს. ამისთვის 84 667 ლარი დაიხარჯა. წვრთნები კორტზე ცოტა ხანს ტარდებოდა, 2012 წლის თებერვლის შემდეგ კი ეს სპორტული სივრცე, ფაქტობრივად, დაკეტილია. მიზეზი – კორტის საფარი  ობიექტის ჩაბარებიდან სულ რამდენიმე თვეში მწყობრიდან გამოვიდა. ჩოგბურთის კორტები ქედაში ენმ-ის წევრის, ირაკლი ბარამიძის გამგებლობის დროს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „გულები ო.დ“-მა ააშენა. 2011 წელს …

Batumi Ladies Open 2016-ის გამარჯვებული ბათუმელი მარიამ ბოლქვაძეა

ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირის „Batumi Ladies Open”-ის გამარჯვებული წელს ბათუმელი მარიამ ბოლქვაძე გახდა. პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა ტურნირი „Batumi Ladies Open 2016” ბათუმში მეცხრამეტედ ტარდება და მასში, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს 8 ქვეყნის 40 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 7 ქართველი.  „Batumi Ladies Open”-ის არსებობის ისტორიაში კი ტურნირს პირველად ყავს ბათუმელი გამარჯვებული. საპრიზო მეორე ადგილი რუსმა ჩოგბურთელმა ალექსანდრა …

ნიკოლოზ ბასილაშვილი VS როჯერ ფედერერი

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „ავსტრალიის ღია პირველობის“ პირველ წრეში შვეიცარიელ ჩოგბურთელს როჯერ ფედერერს შეხვდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, როჯერ ფედერერი კი – ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი და მრავალგზის დიდი სლემის გამარჯვებული. ისინი პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. „Australian Open 2016“ – 18-31 იანვარს ქალაქ მელბურნში, სპორტულ კომპლექს მელბურნის პარკში გაიმართება. ავსტრალიის ღია პირველობა დიდი სლემის მეორე ტურნირია, სადაც ნიკოლოზ …

ალექსანდრე მეტრეველი: უიმბლდონამდე ჯერ ძალიან შორია

 

22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ზედიზედ მოიგო 10,000$-იანი სამი ტურნირი და მსოფლიო რეიტინგშიც საგრძნობლად დაწინაურდა. მანამდე კი, ივნისის დასაწყისში, თბილისში გამართული კიდევ ერთ, ასევე 10,000$-იან საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. ნახევარ წელზე მეტია იგი თურქეთში ვარჯიშობს, ამჟამად კი ალექსანდრე მეტრეველი მინსკში იმყოფება. „ბათუმელები“ ჩოგბურთელს სწორედ მინსკში ესაუბრა. 

ალექსანდრე მეტრეველმა 10,000$-იანი ტურნირი მესამედ მოიგო

 

 

  ალექსანდრე მეტრეველმა თურქეთში, ქალაქ სტამბულში მიმდინარე 10,000 დოლარიანი საერთაშორისო ტურნირი მოიგო. 

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები ”დევისის” თასზე

 

 

  ჩოგბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ივლისს სან-მარინოში „დევისის თასის“ ევროპის მესამე ლიგაში საასპარეზოდ გაემგზავრება. ნაკრებში ოთხი  ჩოგბურთელია: ნიკა ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი. ისინი შეეცდებიან გადალახონ მესამე ლიგა და გადაინაცვლონ მეორეში.

Exit mobile version