ხულოში, სოფელ ღურტაში, კაცს ხე დაეცა და დაიღუპა, ის 42 წლის იყო. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ექიმებს ადგილზე კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. დიოკნისის თემში ხულოს რწმუნებულის, გურამ კახაძის ინფორმაციით, კაცი ხეს სოფლის ტერიტორიაზე ჭრიდა ბენზოხერხით. შსს-ს ამ შემთხვევაზე გამოძიება ჯერ არ დაუწყია.
Tag Archives: ღურტა
„ფარდის უკან ვიღაც დგას“ – ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორი ბაღში სკანდალზე
„მამა დავასაფლავე და იმ დღეს მაშინდელმა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მომთხოვა განცხადება დაწერე და წადიო. გუშინ დედა დავასაფლავე და ეს ამბავი მოხდა… ემთხვევა რაღაცები, საეჭვოა,“ – ამბობს ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, გურამ ხოზრევანიძე ღურტას საბავშვო ბაღში გამგესა და თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ. ღურტას საბავშვო ბაღში კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 29 აგვისტოს, TV25-მა გაავრცელა. სიუჟეტში …
Continue reading “„ფარდის უკან ვიღაც დგას“ – ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორი ბაღში სკანდალზე”
„შუახევი ჰესი“ ნოემბერში ამოქმედდება – უსაფრთხოა თუ არა აღდგენილი გვირაბები
„შუახევი ჰესი“, რომლის ორი გვირაბი ექსპლუატაციაში გაშვებიდან ორ თვეში ჩამოინგრა და ორი წელია გაჩერებულია, 2019 წლის ნოემბერში სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. მანამდე კი, ოქტომბერში, ოპერირებას დაიწყებს „სხალთა ჰესი“, დაიწყება ტურბინების ტესტირება და დიდაჭარა-შუახევის გვირაბის შევსება. „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ „შუახევი ჰესი“ 2020 წლის მარტიდან სრული დატვირთვით იმუშავებს. „ყველა მეტრი შეფასებული და შესწავლილია. სწორედ ამ შეფასებებზე …
Continue reading “„შუახევი ჰესი“ ნოემბერში ამოქმედდება – უსაფრთხოა თუ არა აღდგენილი გვირაბები”
სოფელ ღურტას მაცხოვრებელთა ღია წერილი, შუახევი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით
სოფელ ღურტაში მცხოვრებლები ღია წერილს ავრცელებენ, ისინი თვითმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ.
ღურტაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები პოლიციის დაცვის ქვეშ მიმდინარეობს
ხულოს მუნციპალიტეტში, სოფელ ღურტას შესასვლელში, იქ სადაც გვირაბი უნდა აშენდეს, ამ წუთებში ოცამდე პოლიციელია მობილიზებული და ტერიტორიას იცავს, ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.