ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “დიდთოვლობის მიუხედავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს”. “დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება ჩვეულ რეჟიმში სრულდება. გამთენიისას არ შესრულდა მხოლოდ ათენის მიმართულებით დაგეგმილი რეისი და საპირისპირო მიმართულებით ფრენა,” – ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აეროპორტის ინფორმაციითვე, იმის გამო რომ დღეს, 29 დეკემბერს, თბილისიდან ბათუმის …
Tag Archives: ქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენებაა დაგეგმილი
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის აშენებას გეგმავს, რისთვისაც პირველ რიგში პროექტს შეისყიდის. პროექტირების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, აეროპორტების გაერთიანება ბაზრის კვლევას ატარებს. უნდა დაპროექტდეს როგორც ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე სააეროდრომო ინფრასტრუქტურა. „ყველაფერი დამოკიდებულია პროექტირებაზე, თუმცა ქუთაისის აეროპორტში 2 ასაფრენ-დასაფრენი ზოლი იქნება. როცა ახალი აშენდება, არსებული ზოლი შეიძლება სათადარიგოდ გამოვიყენოთ. ეს დეტალები …
Continue reading “ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენებაა დაგეგმილი”
ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისში ჩასვლა უფრო ძვირია, ვიდრე ბათუმში – აქტივისტები ტრანსპორტს ითხოვენ
ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, არც მუნიციპალური ავტობუსი და არც კერძო სამარშრუტო ტაქსი. ამის გამო ხშირად მგზავრებს ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისამდე მგზავრობა უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე, მაგალითად, ბათუმამდე ან თბილისამდე. მგზავრებს – ადგილობრივებსა თუ ტურისტებს, ორჯერ მეტი თანხის გადახდა და ხშირად ტაქსის მძღოლების კონფლიქტთან შეჯახება უწევთ. ქუთაისის მერიამ წლებია იცის პრობლემის შესახებ, თუმცა დღემდე …
მატარებელი ქუთაისის აეროპორტთანაც გაჩერდება – საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს 30 აპრილიდან კოპიტნარში ახალი გაჩერება დაემატება. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, კოპიტნარში ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს, ქუთაისის აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მათ აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს. რკინიგზის ცნობით, კოპიტნარში გაჩერდება ყველა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებელი, თბილისი-ქუთაისის გარდა. კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი …
Continue reading “მატარებელი ქუთაისის აეროპორტთანაც გაჩერდება – საქართველოს რკინიგზა”
10 ნოემბრიდან ქუთაისიდან მესტიაში ავიარეისები შესრულდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი შიდა მიმართულების ფრენა ემატება. 10 ნოემბრიდან, კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს, კომპანია Vanilla Sky შეასრულებს რეისებს მესტია-ქუთაისის [12:00 საათზე] და ქუთაისი-მესტიის [13:30 საათზე] მიმართულებით. ერთი მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება 50 ლარია. აქამდე მესტიის მიმართულებით ფრენა მხოლოდ ნატახტრიდან იყო შესაძლებელი.
ქუთაისის აეროპორტის არც ერთი თანამშრომელი თვითიზოლაციაში არ იმყოფება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და აეროპორტის არც ერთი თანამშრომელი თვითიზოლაციაში არ იმყოფება. „ორი შემთხვევა იყო გასულ კვირას მხოლოდ, როცა საბაჟოს ერთი და ერთიც აეროპორტის თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ და გადაიყვანეს საავადმყოფოში, ახლა ორივე თავს კარგად გრძნობს, მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ. სხვა შემთხვევები არ გამოვლენილა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ …
Continue reading “ქუთაისის აეროპორტის არც ერთი თანამშრომელი თვითიზოლაციაში არ იმყოფება”
„დაგი“ და „ანაგი“ – დავა 11 მილიონისთვის
კომპანია „დაგს“, რომელმაც ბათუმში 38-მილიონიანი ტენდერი მოიგო და „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების აშენებას იწყებს, სხვა, 11-მილიონიან ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ტენდერი „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალების რემონტზე აქვს გამოცხადებული. აეროპორტების გაერთიანების სატენდერო კომისიამ „დაგს“ ჯერ დოკუმენტების დაზუსტება მოსთხოვა, მოგვიანებით კი ჩათვალა, რომ დაზუსტებული დოკუმენტაციაც არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს და დისკვალიფიკაცია მისცა. [toggle title=”შეუსაბამობები, რაც კომისიამ …
ბათუმის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 41 პროცენტით, ქუთაისში კი 101 პროცენტით გაიზარდა
იანვრიდან მარტის ჩათვლით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 51 900-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 41.19 პროცენტით [15 140 მგზავრი] მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებულ მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 016 098 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20.93 პროცენტით …
ქუთაისიდან კოპენჰაგენსა და ბრიუსელში – wizzair-ი ექვს ახალ მიმართულებას ამატებს
კომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ექვს ახალ რეისს ამატებს. 2019 წლის აგვისტოდან ქუთაისიდან შესრულდება ავიარეისები შემდეგი მამართულებით: ბრიუსელი [ბელგია] კოპენჰაგენი [დანია] ბაზელი [შვეიცარია] ტალინი [ესტონეთი] ეინდჰოვენი [ნიდერლანდები] ბარი [იტალია] ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ით მეტია. სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის დეკემბერში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი, …
Continue reading “ქუთაისიდან კოპენჰაგენსა და ბრიუსელში – wizzair-ი ექვს ახალ მიმართულებას ამატებს”
17 მილიონამდე ლარი ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალისთვის
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სახურავის, ვიტრაჟებისა და ფასადის მოპირკეთებისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 16 934 136 ლარია. აეროპორტის ახალი ტერმინალის გადახურვა და მოპირკეთება ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 კვირაში უნდა დასრულდეს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით: „არსებული ტერმინალის გაბარიტული ზომებია 49მX87მ-ზე (მალებში), ხოლო ახალი ნაწილის – 69მX153მ-ზე, მათ შორის გათვალისწინებულია 5მ-იანი კონსტრუქციული გადაბმის …
Continue reading “17 მილიონამდე ლარი ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალისთვის”