ბათუმში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 27 დეკემბერს, ბათუმში ქვეითს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა, „ოცნების ქალაქთან“ ახლოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული 60 წლამდე კაცია. ის კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

ბათუმში ქვეითზე ავტომანქანის დაჯახების 2 ფაქტზე გამოძიება დაწყებულია

ბათუმში 13 თებერვალს ქვეითებზე ავტომანქანის დაჯახების 2 შემთხვევას ჰქონდა ადგილი. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ბათუმში მომხდარ ორივე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. — 2020 წელს საქართველოში 450 ადამიანი …

რით დასაჯა მოსამართლემ მძღოლი, რომელიც ქვეითს ზებრაზე დაეჯახა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დამნაშავედ მიიჩნია და 1000 ლარით დააჯარიმა ბათუმში მცხოვრები მ.ხ. იგი ერთ-ერთ ქუჩაზე ქვეითს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა. განაჩენის მიხედვით, მ.ხ. უკუსვლით მოძრაობდა, როცა იგი ქვეითს დაეჯახა. დაზარალებულს ექიმებმა მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მ.ხ.-მ თავი სრულად დამნაშავედ ცნო და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას, დაზარალებულის ჩვენების გარდა. მოსამართლემ ამ საქმეზე …

Exit mobile version