ქედის „ბეთლემმა“ კრიზისული ეტაპი დაძლია და მეორე ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს

ქედის საფეხბურთო კლუბმა კრიზისული ეტაპი უკან მოიტოვა – „ბეთლემმა“ 2018 წლის საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მესამე ლიგა წარმატებით დაასრულა. გუნდმა პოზიცია ათეულში შეინარჩუნა. მომავალი წლიდან, საფეხბურთო სეზონი 4-წრიანი იქნება და მასში 20 გუნდის ნაცვლად, 10 გუნდი იბრძოლებს მეორე ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. გუნდს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს. ადგილობრივი თვითმმართველობა კი ,,ბეთლემის” დაქვემდებარებაში არსებულ …

საფეხბურთო კლუბ „ბეთლემს“ ქედის მერია აღარ დააფინანსებს

ეროვნულ, მესამე ლიგაში მოთამაშე  საფეხბურთო კლუბ ქედის „ბეთლემს“ ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს. ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად თანხას გუნდს ქედის მერია მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბზის განახლებისთვის გამოუყოფს. 2016 წელს „ბეთლემმა“ ქედის მერიისგან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისთვის 349 916 ლარი მიიღო, 2017 წელს – 45 000 ლარი, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტში მერიას 40 000 ლარი აქვს გაწერილი. ამ თანხით მერია საფეხბურთო კლუბისთვის …

ქედის „ბეთლემს“ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ ქედის „ბეთლემს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეროვნულ, მესამე ლიგაში მოთამაშე  საფეხბურთო კლუბის სპორტსმენების მწვრთნელი ირაკლი გოგიჩაიშვილი იქნება. გუნდის ყოფილი მწვრთნელი, ავთანდილ გოგიტიძე კი, საფეხბურთო კლუბის დირექტორის, სულხან ჯიჯავაძის ინფორმაციით, „დინამოში“ გადავიდა. „ბეთლემში“ ამ დროისთვის ფეხბურთელთა ფორმირება მიმდინარეობს. სულხან ჯიჯავაძის თქმით, გუნდის საბოლოო შემადგენლობა ათ დღეში გახდება ცნობილი. წელს საფეხბურთო კლუბ „ბეთლემს“ სახელფასო ბიუჯეტი …

„ბეთლემი“ ჯარიმისა და დისკვალიფიკაციების შემდეგ

ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ დირექტორად სულხან ჯიჯავაძე მას შემდეგ დაინიშნა, რაც საფეხბურთო კლუბში მოთამაშე ოთხ ფეხბურთელსა და მწვრთნელ-ასისტენტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო კლუბს სანქციის სახით 50 000 ლარის გადახდა დააკისრა სპორტული მანიპულირებისთვის. შეიცვალა როგორც გუნდის შემადგენლობა, ასევე მთავარი მწვრთნელი და მწვრთნელ-ასისტენტიც. პირველ ლიგაში მოთამაშე გუნდი ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოქვეითდა და ასპარეზობას მეორე ლიგაში განაგრძობს. …

ორი ავტოგოლი, ოთხი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი და დაჯარიმებული ქედის „ბეთლემი“

პირველ ლიგაში მოთამაშე ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ ოთხ ფეხბურთელს: არჩილ ბაჯელიძეს, კარე მაკარიას, ლევან ბექთაშევს, თეიმურზ ხარებავას და კლუბის მწვრთნელ-ასისტენტს რომა ქობულაძეს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიენიჭათ. გარდა დისკვალიფიკაციისა „ბეთლემი“ პირველი ლიგის ნაცვლად თამაშს მეორე ლიგაში გააგრძელებს და კლუბს სანქციის სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა – ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. …

Exit mobile version