დღეს საღამოს და ღამით ძლიერი ქარია მოსალოდნელი – ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 სექტემბერს, საღამოს და ღამის საათებში აჭარაში მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ხვალ, 19 სექტემბერს კი, დღისით ზღვაზე 4-ბალიანი [13-18დმ] ღელვაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, გვიან საღამოდან ქარის გაძლიერება შავი ზღვის მთელ სანაპირო რაიონებშია მოსალოდნელი. 19 სექტემბერს კი გაწვიმდება. როგორი ამინდი იქნება …

ბათუმში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა | ფოტო

11 აპრილს, ღამით, ძლიერმა ქარმა ბათუმში ხე მოგლიჯა, რომელიც ავტომანქანას დაეცა. შემთხვევა გამსახურდიასა და იმნაძის ქუჩების კვეთაში მოხდა. ადგილზე იმყოფება ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.  

შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ქარიანი ამინდის შესახებ. „13-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი,“ – იუწყება სააგენტო.  

დღეს ბათუმში შესაძლოა ქარი გაძლიერდეს – ჰიდრომეტეოროლოგების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარის სანაპიროზე დღეს, 7 აპრილს, საღამოს 21 საათამდე შესაძლოა ქარი გაძლიერდეს. ობსერვატორიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მახლობლად, თურქეთის ტერიტორიაზე, ქარის სიჩქარემ 18 მ/წამს უკვე გადააჭარბა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ქარი აჭარის ტერიტორიაზეც 18-23 მ/წმ-მდე გაძლიერდეს. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 7 აპრილის 21 საათიდან 8 აპრილის 21 …

მშენებლობიდან გადმოვარდნილმა მასალამ სახურავი დააზიანა

ბათუმში, მელიქიშვილის 77-ში მშენებარე კორპუსიდან ქარის დროს სამშენებლო მასალები გადმოცვივდა. სახურავის დაზიანების ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში იქვე მცხოვრებმა თამარ გურგენიძემ გამოაქვეყნა. მოქალაქის თქმით, დაზიანდა მისი სახლი. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მას უკვე ესაუბრნენ და ზიანის ანაზღაურებას დაჰპირდნენ. თამარ გურგენიძის თქმით, მშენებლობას მისი სახლის მხარეს სამშენებლო უსაფრთხოების დამცავი ბადე არ ჰქონია. საცხოვრებელ კორპუსს მელიქიშვილის 77-ში შპს „ელგიგა“ …

„ორბის“ მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალებმა ავტომანქანები დააზიანა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე კომპანია „ორბის“ მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო მასალები ქუჩაში გადმოვარდა. საპატრულო პოლიციამ ქუჩის კონკრეტული მონაკვეთი გადაკეტა, მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მასალების გამო არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით დაზიანებულია 4 ავტომანქანა. სამაშველო სამსახურში სხვა შეტყობინება არ შესულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო გადმოვარდნილმა რკინის კონსტრუქციამ რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა. …

ამინდის პროგნოზი: ხვალ საღამომდე ბათუმში უნალექო ამინდი იქნება

დღეს და ხვალ ბათუმში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დღისით 13-18 გრადუსი სითბო იქნება, ღამით კი – 5-10 გრადუსი. სინოპტიკოსები წვიმას და ქარს ხვალ საღამოს ელიან. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მარტს, საღამოდან ორი დღის განმავლობაში იწვიმებს, პერიოდულად – ძლიერად. ქარის სიჩქარე 15-20 მეტრი იქნება წამში, 5 ბალამდე მოიმატებს ზღვის ღელვა. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა. მთაში ჰაერის ტემპერატურა …

ძლიერმა ქარმა ძირითადად ქობულეთი და ბათუმი დააზარალა

ძლიერმა ქარმა ძირითადად ქობულეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების, ასევე ქობულეთის მეორე საბავშვო ბაღის სახურავი, მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა გზები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. „წუხანდელი ქარიშხლის შედეგად მუნიციპალიტეტს ზიანი მიადგა. ამ დროისათვის მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მერიაში შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება მოვახდინოთ. დაწყებულია საბავშვო ბაღის სახურავის აღდგენითი სამუშაოები, ასევე, ინტენსიურად იწმინდება მოგლეჯილი …

ძლიერი ქარი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში გუშინ ღამით ამოვარდნილმა ქარიშხალმა გარკვეული ზიანი მიაყენა ქალაქს, თუმცა ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიაში დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან რაიმე განცხადება არ შესულა. ქარის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ‘ბათუმელებს განუცხადეს, რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და დენის მიწოდება სრულად 2 საათის განმავლობაში აღდგება. …

Exit mobile version