ქობულეთში ავტომანქანას ხე დაეცა, დაიღუპა ერთი ადამიანი – ძლიერი ქარი აჭარაში

დღეს, 28 მარტს, ძლიერი ქარის შედეგად ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანას ხე დაეცა, რის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს თქმით, გამოძიება დაწყებულია. ამ დროისთვის ძლიერი ქარის შედეგად სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დღეს, 28 მარტს ძლიერმა ქარმა აჭარაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, მოგლიჯა ხეები, ნაწილობრივ ან სრულად გადახადა სახლებს სახურავები. საგანგებო სიტუაციების …

ძლიერმა ქარმა ბათუმის ცენტრალურ პარკში ხეები წააქცია

დღეს, 3 მარტს,  ძლიერმა ქარმა ბათუმში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, ხეები წაიქცა. აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 4 მარტის 21 საათამდე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ასევე, წვიმა, მაღალმთაში კი – თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; დროგამოშვებით – 15-20 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო; შიგამთიან რაიონებში ღამით 1-6 …

ძლიერი ქარის გამო ბათუმში სახურავები და ხეები დაზიანდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო ბათუმში რამდენიმე შენობის სახურავი დაზიანდა. „წაიქცა სამი და დაზიანდა რამდენიმე ხე-მცენარე. ქარმა ასევე მოშალა სამშენებლო ღობეები და დააზიანა ავტობუსის მოსაცდელები. რამდენიმე მისამართზე მიმდინარე მშენებლობებიდან ჩამოცვივდა ფანჯრები,“ – ნათქვამია მერიის განცხადებაში. მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ მერიის სამსახურები. „ამ დროისთვის ქალაქის შემოვლას ახორციელებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე“.

ბათუმში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, რომლის ქვეშ ადამიანები მოექცნენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახლახანს ძლიერმა ქარმა ცხრასართულიან კორპუსს გადახადა სახურავი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. „ბათუმელების“ ჟურნალისტი, რომელიც ადგილზე მუშაობს, ამბობს, რომ დაინახა, როგორ მოყვა რამდენიმე ადამიანი სახურავის ქვეშ. „ახლა სასწრაფოს ელოდებიან. მსხვერპლი არის თუ არა არ ვიცი“, – ამბობს ჟურნალისტი. ცხრასართულიანი კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედ მაშინ ჩამოვარდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი …

მოსალოდნელია თუ არა ქარიშხალი ბათუმში

„ბათუმში ქარიშხალი მოსალოდნელი არ არის,“ – აცხადებენ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. სინოპტიკოსების ცნობით, დღეს საღამოს ძლიერ წვიმასთან ერთად შტორმული ქარი იქნება 20 მეტრ წამამდე სიჩქარით. ამინდის პროგნოზის მიხედვით, ხვალ დილიდან სანაპირო ზოლში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა იქნება 13 -15 გრადუსი, ღამით – 5 – 10 გრადუსი სითბო. მაღალმთიანეთში ჰაერი დღისით 5 გრადუსამდე გათბება, ღამით – 0 გრადუსი. …

გამწვანების სამსახურმა თავდადებულის ქუჩაზე კედარი მოჭრა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, თავდადებულისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, კედრის ხე წაიქცა. ხე ფესვებიანად იყო მოგლეჯილი. ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ხე მოჭრეს და დაასაწყობეს. „მოგლეჯილი ხე მოჭრეს, დაამუშავეს და დაასაწყობეს,“ – განაცხადეს აღნიშნულ სამსახურში. „ბათუმელების“ კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა კედრის გამაგრება და მისი ხელმეორედ ჩარგვა? – აღნიშნულ სამსახურში გვიპასუხეს, რომ „რადგან …

Exit mobile version