ქართულ ხორბალთან დაკავშირებულ ტრადიციებს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება დღეს, 2024 წლის 27 მარტს შევიდა ძალაში. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კი „ქართული ხორბლის კულტურას: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით 2023 წელს მიენიჭა. ქართულ ხორბალთან დაკავშირებით აღსანიშნავია, …

ქართული ხორბალი საქართველომ იუნესკოში წარადგინა

ქართული ხორბლის კულტურა (ხორბლის ენდემური სახეობების და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები საქართველოში) სახელმწიფომ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგინა. იუნესკოში წარსადგენ შესაბამის განაცხადს ხელი დღეს, 28 მარტს მოაწერეს ხელი განათლების, მეცნიერების და კულტურის და  გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული ხორბლის, როგორც გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ელემენტის საერთაშორისო …

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები] განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხორბლის კულტურა [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები]“, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა.

ქართულ ხორბალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხორბლის კულტურა [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები]“, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას ნიკოლოზ ანთიძემ ხელი 2018 წლის 7 სექტემბერს მოაწერა. ამ ბრძანებით, რომელიც 11 სექტემბრიდან ამოქმედდა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა …

Exit mobile version