„ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“ – Fulbright-ის სტიპენდიატები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის (Fulbright) მონაწილეები განცხადებას ავრცელებენ. ისინი გმობენ პროტესტის მონაწილეთა მიმართ სასტიკი და არალეგიტიმური ძალის გამოყენებას და მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. განცხადებაში ნათქვამია: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის, „ფულბრაიტის უცხოელ სტუდენტთა პროგრამის“, მონაწილეები ვიზიარებთ საქართველოში დაწყებულ საპროტესტო ტალღას და ხაზგასმით ვგმობთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა …

არც გამოცდის ჩაბარების პრობლემა მქონია და პორტფოლიოს მომხრეც ვარ – პედაგოგი ცაგერიდან

ირმა ნოსელიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში, ინგლისურ ენას ასწავლის. სოფელში ათი წლის წინ, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში მოვიდა და მას შემდეგ ამ სკოლაში აგრძელებს მუშაობას. 2020 წელს, ირმა ამერიკული პროგრამის „ფულბრაიტის“ მეშვეობით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც ის უცხოელი კოლეგების გამოცდილებას გაეცნო. ამერიკის სამხრეთში, არკანზას შტატში 17 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ექვსი თვე დაყო. „პირველი რაც ამერიკულ სკოლაში …

ფულბრაიტის პროგრამა საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის აშშ-ში

საჯარო სკოლის სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებისთვის ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების  პროგრამა გამოცხადდა. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პედაგოგი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. შერჩეულ პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ  ყოველკვირეულ სემინარებში, პრეზენტაციებსა და დისკუსიებში, რომელიც გაიმართება მასპინძელ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებისა და მოწვეული საგანმანათლებლო ექსპერტების ხელმძღვანელობით. 2021-2022 Fulbright TEA Program-ი ითვალისწინებს აკადემიურ სემინარებს, რომლებიც ორიენტირებულია სწავლების ახალ მეთოდოლოგიაზე, ბავშვზე ორიენტირებულ …

ინგლისური ენის 30 ამერიკელი ასისტენტი რეგიონების უნივერსიტეტებში 

Fulbright-ის პროგრამა ფართოვდება და მის ფარგლებში ამოქმედდება პროექტი – „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA), რომლის ფარგლებშიც აშშ-სა და საქართველოს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის სტიპენდიატები ეწვევიან, რომლებიც რეგიონებში უნივერსიტეტებს ინგლისური ენის სწავლებაში დაეხმარებიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესს. „ETA-ს პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის …

გამოცხადდა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დაიწყო საბუთების მიღება 2020-2021 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე. აღნიშნული სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო და სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის …

Exit mobile version