„2 მოცეკვავე გახდა ცუდად“ – ვინ აუკრძალა „ფესვებს“ პრეზიდენტის სასახლეში მისვლა | ანსამბლის განმარტება

შუახევის ფოლკლორული ანსამბლი „ფესვები“, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებაზე იყო მიწვეული, სასახლეში არ მივიდა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისინი „გზიდან გააბრუნეს“. „ბათუმელები“ ანსამბლის ხელმძღვანელს, ბადრი დარჩიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ ვისი მითითებით დაბრუნდა ანსამბლი გზიდან და რატომ? ბადრი დარჩიძე სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ გზაში ანსამბლის ორი წევრი გახდა შეუძლოდ, მეორე მხრივ …

თურქეთში გადასახლებული აჭარლების კონცერტი ბათუმში 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ფონდი „ქართული გალობა“ 17 აპრილს ბათუმის დრამატულ თეატრში და 15 აპრილს თბილისში, რუსთაველის თეატრში გამართავს კონცერტს „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ ინეგოლში (ბურსას პროვინცია, თურქეთი) გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. „თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის ინეგოლის ქართველებმა ყველაზე კარგად შემოინახეს ტრადიციული სასიმღერო …

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს ანსამბლი „არგინეთი“ წარადგენს

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს ბულგარეთში გაიმართება, საქართველოს ხულოს ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“ წარადგენს. ანსამბლ „არგინეთის“ ქორეოგრაფის, გურამ ბოლქვაძის თქმით, ანსამბლი საერთაშორისო ფესტივალისთვის მზად არის და ძირითადი რეპერტუარიც შერჩეული აქვთ. „ანსამბლი პირველ დღეს ახალი კავკასიური ცეკვით წარსდგება ფესტივალზე, შემდეგ დღეებში კი ქალ-ვაჟთა მთიულურ ცეკვას, ხევსურულსადა „დაისს“ წარადგენს. ფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ ჩვენი ანსამბლი იქნება წარდგენილი, რაც ჩვენთვის …

მერისელი ლოტბარი ფონდმა „ქართულმა გალობამ“ დააჯილდოვა

ფონდმა „ქართული გალობა“ მერისის ფოლკლორული ანსამბლ „მოყვარეს“ ლოტბარი ამირან თურმანიძე, ადგილობრივი ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის „ქართული ფოლკლორის მოამაგის“ ნომინაციაში, „ქართული გალობის“ რიგით მეხუთე, საიუბილეო კონცერტზე, 2 000 ლარით დააჯილდოვა. „ქართული გალობის“ საიუბილეო კონცერტზე – „მოყვარემ“ მერისული ფოლკლორული სიმღერა „თირინი“ და ცეკვა „ფათიკო“ შეასრულა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მერისის კულტურის სახლთან არსებულ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ …

თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა 20 ძველი მერისული სიმღერა აღადგინა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში მცხოვრებ თურმანიძეების ოჯახს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები არაერთი ეთნომუსიკოსი იცნობს. ოჯახი ადგილობრივ მერისულ ფოლკლორს მღერის და სცენაზე სამი თაობით წარსდგება. თურმანიძეების მომღერალმა ოჯახმა წელს გამართულ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე „ოჯახის“ ნომინაციაში ლაურეატის წოდება მოიპოვა. სოფელ მერისში მცხოვრებმა თურმანიძეების ოჯახმა სახელი ძველი მერისული სიმღერების შესრულებით გაითქვა. ოჯახის შვიდი წევრიდან სცენაზე მერისულ ფოლკლორს, ძირითადად, …

აჭარული ფოლკლორის შემგროვებლები ქედიდან

„იაგუნდი“ – ასე ეწოდება ქედის კულტურის ცენტრთან არსებულ გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლს, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. 8 ივნისს ფონდმა „ქართულმა გალობამ“ ეს ანსამბლი აჭარაში ტრადიციული სიმღერის აღდგენასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საგანგებოდ დააჯილდოვა. ეკა ბარამიძე „იდეა ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ირაკლი სირაბიძეს გაუჩნდა, ერთ დღესაც დამიძახა და მითხრა, თუ გოგონებს შეკრებ, მე ვიცნობ საუკეთესო ეთნომუსიკოსს ქეთევან …

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებული ანსამბლები აჭარიდან

შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები“ საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალის გამარჯვებული „ქორეოგრაფიული ანსამბლის” ნომინაციაში გახდა. ფოლკლორის ეროვნულმა ცენტრმა პირველ ადგილზე გასულ ამ ანსამბლს საჩუქრად 5000 ლარი გადასცა. „ფესვების“ გარდა საპრიზო ადგილი შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა შემსრულებლებმა „ინდივიდუალური შემსრულებლისა“ და „ავთენტური ჯგუფის“ ნომინაციაშიც მოიპოვეს. ინდივიდუალური შემსრულებლის ნომინაციაში მეორე ადგილზე შუახეველი ბესიკ ტარიელაძე გავიდა, ხოლო ავთენტური …

ფოლკლორული ბავშვთა ოლიმპიადია ქედაში

ქედის კულტურის ცენტრში, ქედაში არსებულ ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლებს შორის მუნიციპალური ოლიმპიადია მიმდინარეობს. ოლიმპიადაში ერთმანეთს 11 საჯარო სკოლისა და კულტურის ცენტრთან არსებული სახელოვნებო სკოლის ანსამბლები ეჯიბრებიან. ფოლკლორული ანსამბლების შესრულებას ქედაში 12 წევრიანი ჟიური აფასებს, გამარჯვებულთა ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. შესაბამისად, ქედის ფოლკლორულ ანსამბლებს შორის გამარჯვებული ანსამბლი მონაწილეობას საფინალო ტურში სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულ ანსამბლებთან ერთად დასკვნით ტურში …

Exit mobile version