100 ოჯახის ბრძოლა ფოთში უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის

„100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა. სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას“, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წინასაარჩევნოდ ეს დაპირება ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრებ 100 ოჯახს მისცა. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ ფოთელები ისევ ქუჩაში დგანან, აქციებს მართავენ და მთავრობისგან დაპირებულ კომპენსაციებს ითხოვენ. ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში, ორი ხუთსართულიანი კორპუსი დგას, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 100 ოჯახი …

„ექიმმა იყვირა, აღარ ღირს გზის გაგრძელებაო“ – რატომ აღარ ჩნდებიან ფოთში ბავშვები

„მახსოვს, ექიმმა როცა იყვირა, აღარ ღირს გზის გაგრძელება, გააჩერეთ მანქანაო… რამდენიმე წუთში სასწრაფოს მანქანაში ჩემი გოგო დაიბადა,“ – ამას ფოთში მცხოვრები მარიამ სიგუა ამბობს. ის არ არის პირველი, ვინც სამშობიაროდ ფოთიდან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში – სენაკში წაიყვანეს. მას შემდეგ, რაც ფოთში ერთადერთი სამშობიარო სახლი დახურეს, ფოთელები შვილებს სენაკში აჩენენ. სენაკი ფოთიდან 36 კილომეტრითაა დაშორებული. …

140 წლის შემდეგ ფოთში საზღვაო სწავლება დაიწყება

2019 წლის 5 მაისს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსების შესახებ. მემორანდუმის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გამოყოფს ფილიალის ფუნქციონირებისა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოსაწყობად საჭირო ფართს. თავის მხრივ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უზრუნველყოფს შესაბამისი …

ბათუმის მერიის 5 მუნიციპალურ ავტობუსს ფოთის მერიას გადასცემენ

ბათუმის მერია, რომელსაც მუნიციპალური ტრანსპორტი საკმარისად ისედაც არ აქვს, 5 ავტობუსს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს, სახელმწიფო კი – ფოთის მერიას. ავტობუსების გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 30 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს. ავტობუსების გადაცემის თხოვნით ბათუმის მერიას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს მიმართა, სააგენტოს კი – ქალაქ ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ. ფოთის მერი თავის წერილში მიუთითებს, …

Exit mobile version