არასრულწლოვნებმა ყალბი ინტერნეტგვერდის მეშვეობით 72 500 ლარი მიითვისეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყალბი ინტერეტგვერდის მეშვეობით არასრულწლოვნებმა 72 500 ლარი მიითვისეს. „არასრულწლოვანმა რ.ნ.-მ შექმნა ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი – ე.წ. ფიშერული გვერდი, რომელიც ბმულის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ და ინტერნეტმომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობა შესთავაზა. მოქალაქეები ტყუვდებოდნენ და ფიშერულ გვერდზე, შესაბამის ველში შეჰყავდათ ინტერნეტბანკის პირადი მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ცნობილი ხდებოდა რ.ნ.-სთვის. აღნიშნული მონაცემების საშუალებით, რ.ნ. …

სამმა პირმა „ფიშინგით“ საბანკო ანგარიშებიდან 139 000 ლარი მოიპარა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „ფიშინგის“ გზით „საქართველოს ბანკის“ და „თი ბი სი ბანკის“ მომხმარებლების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე ბრალდებულები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – მ.დ. და მ.ა., ასევე საქართველოს მოქალაქე მ.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  მ.დ., მ.ა. და მ.ბ.-მ უნებართვოდ დაამზადეს კომპიუტერული პროგრამა და ფეისბუქის მეშვეობით ავრცელებდნენ ბანკების სხვადასხვა რეკლამას, …

„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებელს თაღლითური შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს

„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მათი სახელით სხვადასხვა ელფოსტის მისამართებზე გაიგზავნა ე.წ. „ფიშინგზე“ მიმართული შეტყობინება, რომლის მიზანია თაღლითური გზით მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სენსიტიური, კონფიდენციალური საბანკო და/ან საგადახდო ინფორმაცია. წერილი იტყობინება, რომ აუცილებელია კლიენტის ანგარიშის “განახლება” ან “გადამოწმება” ელექტრონულ ფოსტაში მოცემული ბმულის საშუალებით, რომელიც ყალბ ვებგვერდზე გადადის. ყალბ ვებგვერდზე შეყვანილი ნებისმიერი ინფორმაცია თაღლითების ხელში ხვდება, …

Exit mobile version