მე-4 კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების ახლებურად წარდგენა 2021 წლამდე არ ევალებათ

მეოთხე კატეგორიის კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშგების ახლებურად წარდგენა 2021 წლამდე სავალდებულო აღარ არის. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მიიღო. ამ კატეგორიის კომპანიებს ახალი სტანდარტის შესაბამისად ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე ჰქონდათ. ანგარიშგების არწარდგენის შემთხვევაში ისინი 500 ლარით დაჯარიმდებოდნენ, რაც შემდეგ გაორმაგდებოდა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ …

2017 წელი ბათუმის წყალმა 2.6-მილიონიანი მოგებით დაასრულა

შპს „ბათუმის წყლის“ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წელში კომპანიის მიერ მოპოვებული სასმელი წყლის 72% იყო დანაკარგი. ამ წელს კომპანიამ მოპოვებული სასმელი წყლის მხოლოდ 28%-ი გაყიდა, შემოსავალის სახით კი 13 მილიონ 242 ათასი ლარი მიიღო. ამავე დოკუმენტის მიხედვით,  ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებელი კომპანიის წმინდა მოგება 2 მილიონ 633 ათასი ლარი იყო. „ბათუმის წყალმა“ იმავე წელს ქალაქის ბიუჯეტიდან სუბსიდიის …

კომპანიები ბათუმში, რომელთა შემოსავალი 17-დან 35 მილიონამდე ლარია

ამჯერად გთავაზობთ იმ კომპანიების ათეულს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბათუმში ან მათი საქმიანობა ბათუმთანაა დაკავშირებული და რომელთა შემოსავლები, 2017 წელს 17 მილიონიდან 35 მილიონამდე ლარი იყო. ამ კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა კი 245 მილიონ ლარს გადააჭარბა. მონაცემები აღებულია კომპანიების 2017 წლის ანგარიშგებებიდან, რომლებიც საჯაროა. ამ დოკუმენტების შესაბამის სამსახურში წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს. …

10 კომპანია ბათუმში, რომელთა წლიური შემოსავალი მინიმუმ 36 მილიონი ლარია

იმ კომპანიებიდან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბათუმში ან მათი საქმიანობა ბათუმთანაა დაკავშირებული, ყველაზე მეტი შემოსავალი 2017 წელს „მეტრომ“ მიიღო, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი. შემდეგ მოდის კომპანია „ანაგი“ – 208 მილიონი ლარის შემოსავლით, მესამე ადგილზე კი „ელიტ ელექტრონიქსია“ – 184 მილიონი ლარით. გთავაზობთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების [საფინანსო ორგანიზაციების გარდა] პირველ ათეულს, რომელთა შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვებულია. ამ …

სემინარი ბათუმში ფინანსური ანგარიშგების საკანონმდებლო ცვლილების შესახებ

SavvY Education 20 იანვარს, 14:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს ვორქშოპს შემდეგ თემაზე: “როგორ ვიმუშაოთ IFRS სტანდარტებთან?” ახალი კანონის თანახმად, 2017 წლის დასაწყისიდან თითქმის ყველა ქართული კომპანია, როგორც მცირე და საშუალო ზომის, ისე დიდი ზომის, ფინანსურ ანგარიშგებას გაასაჯაროებს. ცვლილება შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ქართული კომპანიების ზოგადი გამჭვირვალობისა და ფინანსური მართვის გაუმჯობესებაში. იმ ქვეყნებზე დაკვირვებამ, რომლებიც უკვე იყენებენ …

Exit mobile version