ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასრულებული პროექტები

თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულში კიდევ ერთი თანამედროვე მინისაფეხბურთო მოედანი მოეწყო. სოფელ აგარაში არსებული მინისტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 60 955 ლარი გამოიყო. 2019 წელს მუნიციპალიტეტში ჯამში 6 მინისპორტული მოედანი მოეწყო. სოფელ სამებაში, ხელვაჩაურსა და აჭარისწყალზე საავტომობილო გზებთან ჯამში 3 ერთეული ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაო დასრულდა. პროექტის ღირებულება 83 815 ლარს შეადგენს. 2019 წელს გზის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე …

მერიის მიერ აშენებული კედელი გამვლელებს საფრთხეს უქმნის და დასაშლელია

ფერდსამაგრი კედელი, რომელიც ბათუმის მერიის დაკვეთით 2018 წელს აშენდა და რაშიც ბიუჯეტიდან 26 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, დასანგრევია. კედლის დემონტაჟისთვის ფული, 6 300 ლარი ისევ ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დემონტაჟის შემდეგ კი, მერიამ ისევ ახალი კედელი უნდა ააშენოს. საუბარია მახინჯაურის დასახლებაში, ჰორტენზიის ქუჩა N4-ში არსებულ ფერდსამაგრ კედელზე, რომელიც დაზიანებულია. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით: …

საშიში ლოდები და მორღვეული დამცავი ბადე სარფში ავტომაგისტრალთან

სარფში, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალთან ჩამოშლილი ფერდდამცავი ბადის აღდგენა-გამაგრებისთვის ბიუჯეტიდან 324 ათას 469 ლარია გამოყოფილი. აღნიშნულ უბანზე სხვადასხვა ზომის მოძრავი ლოდები საფრთხეს უქმნის გავტოტრანსპორტს. კვარიათი-სარფის მონაკვეთში, ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის და ნაპირგამაგრებისთვის ბოლო სამ წელში ქვეყნის ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ავტომაგისტრალთან „ფერდობის სტაბილიზაციის მიზნით ჩასატარებელი პრევენციული ღონისძიებების სამუშაოებზე“ ტენდერი საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ბათუმი-სარფის …

შუახევში ფერდობებს 50 ადგილას გაამაგრებენ

შუახევის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 295 202 ლარს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად დახარჯავს. გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ამ მიმართულებით ოქტომბერში სამჯერ, მთლიანობაში, 51 000 ლარზე  გამოაცხადა. სოფელ სხეფში შალვა ზოიძის საცხოვრებელ სახლთან დამცავი კედლისა და სოფელ ტაკიძეებში, ციციანიძეების უბანში სასაფლაოებთან ახლოს ფერდსამაგრი ღონისძიების გასატარებლად გამგეობამ ტენდერი 20 862 ლარზე გამოაცხადა. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად გამოცხადებული ტენდერი პირველ …

Exit mobile version