ოჯახი სუდანიდან – როგორ ამეცადინებს 14 წლის შვილი დედას საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად

„ვინ იყო იმერეთის უკანასკნელი მეფე? – სწორი პასუხია „ბ“, სოლომონ მეორე“ – 14 წლის მუჰამედ აბდინი საქართველოს ისტორიაში დედას ამეცადინებს. მუჰამედის დედა, მეისუნ ალტაჰერ ავდალა სუდანის მოქალაქეა. მშობლიური ქვეყანა 14 წლის წინ დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა ქმართან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მეისუნ ავდალა საქართველოში 11 წლიანი ცხოვრების და ქართული ენის სწავლის შემდეგ, ცხოვრების ახალი …

ბათუმელი და-ძმა, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ, სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს

მარიამი, ჯანი და აზიფე  სკოლაში აუცილებლად ისწავლიან – ირწმუნება განათლების სამინისტრო. ეს ის სამი ბავშვია, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ. მათი ისტორია საზოგადოებას „ბათუმელებმა“ გააცნო. ამავე თემაზე: და-ძმა ბათუმში, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ[Video] 9, 11 და 16 წლის ბავშვები ვერ სარგებლობენ კონსტიტუციური უფლებით – მიიღონ საბაზო განათლება. ბავშვების დედა ამბობს, რომ სკოლებს ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით ორჯერ …

რა შემთხვევაში დაუფინანსებს მაგისტრატურას საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2020-2021 წლების სამაგისტრო პროგრამაზე სახელმწიფო გრანტის ოდენობა განისაზღვრა. განათლების მინისტრის ბრძანებით, გრანტის ოდენობა 45 ათასი ლარია. დაფინანსებას მიიღებენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ის პირები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ისწავლიან. გრანტის ოდენობა თითოეულ სტუდენტზე 2 250 ლარით განისაზღვრა. როგორც მინისტრის ბრძანებაში წერია, დაფინანსების მოპოვება შეუძლია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირსაც, „თუ აღნიშნული პირი, …

უცხოელებს მიწების რეგისტრაცია პრეზიდენტის ფიცის დადებამდე შეეძლებათ

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების რეგისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიალამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 7 დეკემბერს, მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და სადავო ნორმა ძალადაკარგულად სცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე. კონსტიტუციის …

საბერძნეთის ორი მოქალაქე საქართველოში მიწას ვერ ირეგისტრირებს – დავა საკონსტიტუციოში

საბერძნეთის ორი მოქალაქე პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს – მათ საქართველოში მიწის დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს. პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოში გაიზარდნენ, თუმცა საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ მათ საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს. ორივე მათგანი მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებად აღიარებას ითხოვს. დავის საგანი პარლამენტის მიერ მიღებული კანონის – „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ 22-ე მუხლი …

Exit mobile version