მუშებს კომპანია ხელფასს არ უხდის – დარღვევაზე რეაგირებას არავინ ახდენს

„ყურადღება არავინ მოგვაქცია, აქვს საერთოდ დავას აზრი?“ – კითხულობს ქედაში მცხოვრები რემზი დიასამიძე. ის და კიდევ სამი ადამიანი სოფელ ხარაულაში, ასევე, შუახევის სოფელ უჩამბაში სოფლების გზის დამცავი კედლების ჩამოსხმაზე მუშაობდნენ. სამუშაოების შესრულებას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდა. მუნიციპალიტეტებმა შესრულებული სამუშაო ჩაიბარეს, კომპანიამ ფული აიღო, დამცავი კედლის მშენებლები კი, უხელფასოდ დატოვეს. „გვითხრეს, რომ დასრულდება სამუშაო, ერთიანად მოგცემთ …

უჩამბის სკოლამ საბჭოთა პერიოდის შემდეგ ლაბორატორია პირველად შეიძინა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლამ ქიმია-ბიოლოგიის ლაბორატორია შეიძინა. როგორც სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი, დათო ზოსიძე გვეუბნება, სკოლას ლაბორატორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ჰქონია და მოსწავლეები ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებას ვერ ახერხებდნენ. ლაბორატორია 4 700 ლარად შეიძინეს. აჭარის განათლების სამინისტრომ სკოლას, სასკოლო კლუბების დაფინანსების ფარგლებში, ათასი ლარი გამოუყო, დანარჩენი თანხა კი სკოლამ საკუთარ ბიუჯეტში გამონახა. დათო …

რატომ ჩამოაჭრეს პედაგოგებს ხელფასი

შუახევის, სოფელ უჩამბის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი ფატი თურმანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მაღალმთიანი რეგიონის მასწავლებლებს, ოქტომბრის და ნოემბრის თვეში ხელფასები ჩამოაჭრეს. სკოლის დირექციაში აცხადებენ, რომ ხელფასების ჩამოჭრის მიზეზი განათლების სამინისტროს მიერ დაშვებული შეცდომა იყო. „სექტემბრის თვეში ხელფასზე ავიღეთ 35-პროცენტიანი დანამატი, როგორც მაღალმთიან რეგიონში მომუშავე პედაგოგებმა, ოქტომბერში კი მხოლოდ განაკვეთზე დაგვირიცხეს 140 ლარი. ეს, ბუნებრივია, წინასთან შედარებით ბევრად …

სტიქია აჭარაში – 3 მილიონამდე ზარალი თვენახევარში

სოფელ უჩამბაში მდინარის ადიდების შედეგად წყალმა 320 ოჯახთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. ალტერნატიული გზის გაწმენდა სტიქიის შემდეგ დროულად მოხერხდა, დღეს კი უკვე ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.  მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „აღნიშნულ ადგილებში ინტენსიურად მიმდინარეობს დაზიანებული წყლის მილების აღდგენა-გაყვანა. სამუშაოების დასრულებისთანავე სოფლებს აღუდგებათ სასმელი წყლის მიწოდება, ასევე შუახევის დაბაში აღდგება 24 საათიანი წყლის მიწოდების გრაფიკი. შუახევის მუნიციპალიტეტში ხელმეორედ …

Exit mobile version