ამჯერად, უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია თხილნარის მეურნეობაში გაიმართა. ადგილობრივებს კონსულტაციას რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები გაუწიეს. აქციაში ჩართული იყო : [checklist] ქირურგი კარდიოლოგი ექოსკოპისტი თერაპევტი ნევროპათოლოგი ოტორინოლარინგოლოგი [/checklist] მოსახლეობას კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც ჩაუტარდათ. სულ გამოკვლევებით 50-მდე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ისარგებლა. უფასო სამედიცინო აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.
Tag Archives: უფასო სამედიცინო აქცია
დღეს დანდალოს თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ უფასო სამედიცინო აქციების ფარგლებში, მორიგი აქცია დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს თემში ჩატარდება. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას ბათუმის N1 პოლიკლინიკის ექიმები გაუწევენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ლარინგოლოგით, ოფთალმოლოგით, უროლოგით, პედიატრით, ფტიზიატრით, კარდიოლოგით, ალერგოლოგით, ენდოკრინოლოგითა და ექოსკოპისტით. ისინი მოსახლეობას სხვადასხვა კვლევებს ჩაუტარებენ.
უფასო სამედიცინო აქცია წონიარისისა და ზვარეს თემის მოსახლეობისთვის
21 მაისს, წონიარისისა და ზვარეს თემის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული უფასო სამედიცინო აქციების ფარგლებში, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას ბათუმის N1 პოლიკლინიკის ექიმები გაუწევენ. სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ლარინგოლოგით, ოფთალმოლოგით, უროლოგით, პედიატრით, ფტიზიატრით, კარდიოლოგით, ალერგოლოგით, ენდოკრინოლოგით და ექოსკოპისტით.
უფასო სამედიცინო აქციები მახუნცეთსა და რიყეთის თემში
7 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. აქციის ფარგლებში ადგილობრივებს უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ექიმები ჩაუტარებენ. სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ოჯახის ექიმით, ოფთალმოლოგით, ენდოკრინოლოგით, უროლოგით, ექოსკოპისტით, კარდიოლოგით, გინეკოლოგითა და ონკოლოგით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რიყეთში ჩატარდება ექოსკოპიური და ელექტროკარდიოგრაფიული …
Continue reading “უფასო სამედიცინო აქციები მახუნცეთსა და რიყეთის თემში”
მორიგი უფასო სამედიცინო აქციები აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში
23 აპრილს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული, მორიგი უფასო სამედიცინო აქციები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარის აღმართში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში, ხოლო 24 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში ჩატარდება. აქციების ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდება კონსულტაციები და სამედიცინო გამოკვლევები. უფასო სამედიცინო აქციები 12:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს სამედიცინო …
Continue reading “მორიგი უფასო სამედიცინო აქციები აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში”
აჭარის მაღალმთიანეთში უფასო სამედიცინო აქციები ტარდება
დღეს ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სინიციატივით, უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება. ხულოს მუნიციპალიტეტში აქცია ხიხაძირის თემში გაიმართება. ადგილობრივებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს და კვლევებს შპს “ონკოლოგიური საავადმყოფო“-ს, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“-ს და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“-ს ექიმები ჩაუტარებენ. პაციენტებს ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და უროლოგი მოემსახურება. შუახევის მუნიციპალიტეტში …
Continue reading “აჭარის მაღალმთიანეთში უფასო სამედიცინო აქციები ტარდება”