დღეს, 14 მაისს, „უსინათლოთა კავშირის“ აჭარის ფილიალის ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს. არჩევნებში სულ 1 კანდიდატი იყო – მარინა სარალიძე. „უსინათლოთა კავშირიდან“ უკვე გარიცხული და ემიგრაციაში წასული წევრი – ალექსი წეველიძე, ასევე კავშირში დარჩენილი წევრები, რომლებმაც დღეს ჩატარებულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, ამბობენ, რომ არჩევნები უკანონოა, რადგან ორგანიზაციაში „მილიონები მიითვისეს“, ხოლო „დანაშაულის თანამონაწილე პირები სასამართლო პროცესის დასრულებას არ …
Tag Archives: უსინათლო
„15 ათასი გირჩი დავჭერი ეკლესიის სახურავებისთვის“ – როგორ მუშაობს უსინათლო გია ბაკურიძე
შესაძლოა ვინმემ ადვილად ვერ წარმოიდგინოს, როგორ შეიძლება მუშაობდეს მხედველობისარმქონე ადამიანი ელექტროხერხთან, ჩარხთან, ბურღთან დამოუკიდებლად, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. 56 წლის გია ბაკურიძე ხეზე რამდენიმე წელია მუშაობს. პირველ ნამუშევარსაც გვაჩვენებს – ხის გემს. იქვე, ოთახის კუთხეში კი მასიური ხისგან გამოთლილი „ეკლესია“ აქვს. „ამ ნაკეთობაზე დიდი ხანი ვიმუშავე. 15 ათასი გირჩი დავჭერი სახურავისთვის და 2-მილიმეტრიანი ლურსმნებით ჩავამაგრე. …
უსინათლო მამის ბრძოლა მეორეკლასელი შვილის განათლებისთვის | VIDEO
პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეულმა კრიზისმა ყველაზე მეტად ის ადამიანები დააზარალა, ვისაც აქამდეც უჭირდათ. განსაკუთრებით დამძიმდა ცხოვრება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც პანდემიის დაწყებამდეც, სახელმწიფოს გაუმართავი სოციალური პოლიტიკის გამო, სხვადასხვა შეზღუდვებით ცხოვრობდნენ. ალექსი წეველიძე ქობულეთის დაბა ოჩხამურში ცოლთან და მეორეკლასელ შვილთან ერთად ცხოვრობს, იგი უსინათლოა და წლებია არასამთავრობო სექტორში მუშაობს. ალექსი არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ …
Continue reading “უსინათლო მამის ბრძოლა მეორეკლასელი შვილის განათლებისთვის | VIDEO”
გესმის კედელი? – როგორია მათი გამოცდილება, ვინც სამყაროს გამოსახულების გარეშე შეიცნობს
ავტორი: ლაშა (Fox)ცერცვაძე, ნინო ლომაძე ვიდეო: ლაშა (Fox) ცერცვაძე ვებ-დეველოპერი: დავით მაკარიძე გამოქვეყნდა: ინდიგო აბლეფსია ბერძნული სიტყვაა და ცალ ან ორივე თვალში მხედველობის დაკარგვას ნიშნავს. მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი მცირემხედველია, 36 მილიონი კი – უსინათლო. რას იმახსოვრებს ხელები, ფეხისგული და კანი? საქართველოში ზუსტად არ იციან, რამდენი ადამიანი ცხოვრობს აბლეფსიით. 202-ე სკოლა ჯერჯერობით ერთადერთი ადგილია, სადაც მცირემხედველი და უსინათლო ბავშვები …
ბათუმი – სახიფათო ქალაქი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის
ცოტამ თუ იცის, რომ ბათუმის ქუჩების ნაწილზე ველობილიკების გარდა, უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი ბილიკებიცაა დაგებული. ამ ბილიკებზე ხშირად შეხვდებით პარკირებულ ავტომობილებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტების მეპატრონეების მიერ გამოდგმულ კონსტრუქციებს. ბილიკებით მოსარგებლე ადამიანები ამბობენ, რომ ეს ბილიკები ბევრგან დაზიანებულია, ზედმეტად ვიწროა და ხშირად ძნელად გასარჩევია ტროტუარის ძირითადი ფილებისგან. თუმცა მხოლოდ ეს როდია ამ ბილიკების ერთადერთი …
Continue reading “ბათუმი – სახიფათო ქალაქი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის”
ბათუმის მერიამ შშმ პირების ასისტენტების გადამზადება დაიწყო
ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტების გადამზადება დაიწყო. ასისტენტები გადამზადების 7 დღიან მიზნობრივ კურსს გაივლიან. პროგრამის ფარგლებში 8 ასისტენტია შერჩეული, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, უსინათლო შშმ პირებისა და ეტლით მოსარგებლე შშმ პირების გაცილებას უზრუნველყოფენ. საწყის ეტაპზე აღნიშნული სერვისით 48 ბენეფიციარი ისარგებლებს. ერთი ასისტენტი ექვს ბენეფიციარს მოემსახურება დათითოეულს კვირაში ორჯერ გაუწევს დახმარებას. პროგრამა საპილოტეა და წელს პირველად ხორციელდება, მისი ბიუჯეტი 28 ათას 800 ლარს შეადგენს.