როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყარის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. ახალ ნაგავსაყარზე განთავსდება როგორც ქალაქ ბათუმში, ასევე აჭარის დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში შეგროვებული ნარჩენები. მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე 7 მილიონი ევროთია დაფინანსებული, ნარჩენების გადამუშავებას არ ითვალისწინებს. როგორ იმუშავებს ახალი …

ნაგავსაყრელად ქცეული ადგილი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, იუსტიციის სახლისა და ფიროსმანის ქუჩას შორის მდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილას, ისევ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავი ყრია. ფოტოები 25 დეკემბერსაა გადაღებული. ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში გვითხრეს, რომ ეს ადგილი სახელმწიფო საკუთრებაა და აღნიშნულ ტერიტორიას დაასუფთავებენ. ქალაქში სისუფთავის მონიტორინგზე „სანდასუფთავების“ მონიტორინგისa და ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. „სანდასუფთავებაში“ ასევე გვითხრეს, რომ ამ ტერიტორიაზე ნაგვის დაყრისთვის წელს არავინ დაუჯარიმებიათ. მონიტორინგისა და …

ნაგავსაყარი იუსტიციის სახლთან ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, იუსტიციის სახლის უკან მდებარე ტერიტორია ისევ დაბინძურებულია. ამ ტერიტორიაზე ძირითადად სამშენებლო ნაგავი ყრია, თუმცა საყოფაცხოვრებო ნაგავსაც შეხვდებით. იგივე სიტუაციის ამსახველი ფოტორეპორტაჟი „ბათუმელებმა“ ზაფხულშიც გამოქვეყნა.  

ნაგავსაყარი ბათუმის იუსტიციის სახლთან [ფოტოამბავი]

ბათუმში, ახალ ბულვართან ახლოს, იუსტიციის სახლის უკან ტერიტორია ნაგავსაყარადაა ქცეული. სამშენებლო ნარჩენების გარდა აქ საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც ყრია. შპს „სანდასუფთავებაში“ ამბობენ, რომ პირველ ივლისს, შაბათს, ამ ტერიტორიის დასუფთავება იგეგმება.

Exit mobile version