„აქამდე რიჟვაძეს და ჩიქოვანს ჰქონდათ ბულვარი გადანაწილებული, ახლა – ცინცაძეს და თამაზაშვილს“

რამდენიმე კვირაა, ბათუმის მერია ბულვარში და სანაპირო ზოლზე არსებულ სავაჭრო ობიექტებს ანგრევს. „უსახური და უნებართვო“ – ასე მოიხსენიებს მერიის მუნიციპალაური ინსპექცია დანგრეულ ობიექტებს, რომლებსაც ბულდოზერით გადაუარეს. თუკი ჯიხურები და სხვა ობიექტები უნებართვოდ იყო განთავსებული ბულვარში, როგორ აძლევდა მერია წლების განმავლობაში მათ ფუნქციონირების საშუალებას? სად იყო მერი, სად იყვნენ ზედამხედველობისა და აღსრულების სამსახურები? ბათუმის საკრებულოს წევრი …

„სხვისთვის შეიძლება და ჩემთვის არა?“ – ბათუმში უკანონოდ აგებული შენობის დემონტაჟი შეაჩერეს

„სხვისთვის შეიძლება და ჩემთვის არა?“ – ამ შეკითხვით მიმართა მინადორა დუმბაძემ დღეს, 13 ივლისს, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელებს, რომლებიც უკანონოდ აგებული შენობის დასანგრევად მივიდნენ ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში, ავგიის ჩიხში. მოსახლეობასთან შეკამათების შემდეგ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელებს დემონტაჟის შეჩერება მოუხდათ. ადგილობრივებმა მათ ჩაბეტონებული ქალაქის ფონზე, რაც უნებართვოდ აგებული ქოხიდან თვალსაჩინოდ ჩანს, ბათუმის ცენტრში მრავალი უკანონოდ აშენებული და …

რას პასუხობს არჩილ ჩიქოვანი აუდიტს, რომელმაც მერიაში დარღვევები დააფიქსირა

ბათუმის მერია დღეს, 31 იანვარს, სახელმწიფოს აუდიტის დასკვნას წერილობით გამოეხმაურა. ვრცელი განცხადების მხოლოდ ბოლო ნაწილი ეხება უკანონო მშენებლობებს ქალაქში, რაზეც სახელმწიფო აუდიტმა დაწერა, რომ „ბათუმის მერია ისევ ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების ეფექტურ კონტროლს.“ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ბათუმის საკრებულოს და მერიის 2019-2020 წლების საქმიანობას აფასებს. არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობას 2020 წლის ივლისიდან ასრულებს. 2021 წლის …

რიჟვაძე იმ უკანონო მშენებლობებზე, რომლებსაც ბათუმის მერია ვერ ამჩნევს

„თუ არ არსებობს ჯეროვანი ზედამხედველობა და აღსრულება, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოსწორდეს… თუ არსებობს რაიმე ნიშნები, ამას გამოიკვლევენ,“ – გვიპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძეს ვთხოვეთ შეფასება – რასთან გვაქვს საქმე, როცა პანდემიის დროს ქალაქის ცენტრში შენობას უკანონოდ სართულს ადგამენ, უკანონოდ აშენებულ რვა სართულს კი, რეესტრში არეგისტრირებენ? როგორ ხდება ასე, როცა უკანონოდ რვა სართულს …

„ისევ იქ დგას და ისევ უკანონოა“- საკრებულოს წევრი უკანონოდ აშენებულ რვა სართულზე

„ვიცე-მერიც აქ იმყოფება და მაინტერესებს ერთი საკითხი. გვქონდა შემთხვევა, როცა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე რვა სართული უკანონოდ ააშენეს. მერიის შესაბამისი სამსახურებიდან ჩვენ და მოქალაქეებმაც მივიღეთ პირობა, რომ მოხდებოდა ამ მშენებლობის შეჩერება ან დემონტაჟი. კორპუსი ისევ იქ დგას და ისევ უკანონოა. ეს ამბავი, რა ვქნათ, მაინტერესებს და, ზოგადად, ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას – ჯერ აშენებენ და …

მერია ქმნის ახალ ა(ა)იპს, რომელსაც უკანონო მიშენებების მოშლის უფლება ექნება

ბათუმის მერია ახალი ა(ა)იპის შექმნას გეგმავს, რომელიც საზედამხედველო სამსახურებს გააერთიანებს. მერის განმარტებით, ახალი ა(ა)იპი აღჭურვილი იქნება ტექნიკით, რაც ზედამხედველს დარღვევის გამოვლენისთანავე დაუყონებლივ რეაგირების საშუალებას მისცემს. ა(ა)იპს უკანონო მშენებლობის დაფიქსირებისას დემონტაჟის უფლება ექნება. „შესაძლოა მრავალსართულიან სახლებს ვერ შევეჭიდოთ თავიდანვე, ეს შეიძლება იყოს მცირე ტიპის, როგორიც არის აივნის, ან  სარდაფის მიშენება – თვითონ სამსახური გადაწყვეტს და კანონმდებლობაც …

ანგისა და ადლია – ბათუმში ცათამბჯენების ახალი დასახლება ჩნდება (ფოტო)

ადლიასა და ანგისაში უკვე მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო პროექტების დათვალიერებისას შეიძლება რეალურად მოგვეჩვენოს ამერიკულ თრილერებში ასახული სიუჟეტები და დავიჯეროთ მაღლივი სახლების სახურავებიდან სახურავებზე გადასვლის შესაძლებლობა. ამ, ერთ დროს ორსართულიან დასახლებაში, ერთმანეთის მიყოლებით შენდება მაღლივი მრავალბინიანი სასტუმრო და აპარტოტელი, ასევე საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივებს, რომლებიც ჯერ კიდევ ორსართულიან სახლებში ცხოვრობენ, ახალი მშენებლობები სულაც არ ახარებთ. ისინი ამბობენ, …

მერიის რეაგირება “ძველ ბათუმში” უკანონო მშენებლობებზე

ძველ ბათუმში რამდენიმე ადგილას დაფიქსირებულ უკანონო მშენებლობებზე არაფერი შეცვლილა. ქალაქის მერია კი უკანონო მშენებლობებზე რეაგირებას თებერვალში დაგვპრიდა. 2013 წელს შემუშავებული რეგულაციის მიხედვით, ქალაქის ამ ნაწილში შენობის მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრს არ უნდა აჭარბებდეს. „გადაგზავნილია მოთხოვნები იძულებით აღსრულებაზე. თუ ეს კომპანიები არ მოიყვანენ პროექტთან შესაბამისობაში მშენებლობებს, მაშინ მათ სამმაგი ოდენობის ჯარიმების გადახდა მოუწევთ კიდევ სამი თვის განმავლობაში,” …

Exit mobile version