სარფსა და ფოთში იარაღის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკანონოდ იარაღის შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის და ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიებზე, ავტომობილების დათვალიერებისას, „ნივთმტკიცებად ამოიღეს 500-მდე საბრძოლო ვაზნა, 2 პნევმატური სპორტული იარაღი, 2 000-ზე მეტი ტყვიის მასრა, 900-მდე მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2,5 კილოგრამი დენთი. დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში …

14 პირი დავაკავეთ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებისთვის – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევები: 1975 წელს დაბადებული ზ.გ. და 1992 წელს …

„სარფში“ იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს, საქმე შსს-ს გადაეცა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის ა.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე იარაღის დეტალები, 18 ცალი ვაზნა და სხვადასხვა ზომის  5 დანა აღმოაჩინეს. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო იარაღი ამოვიღეთ, დაკავებულია 2 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, 2 პირი დააკავეს, 1 პირი კი ამხილეს. „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადების და შეძენა-შენახვისა ბრალდებით …

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 8 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, აჭარაში, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 8 პირი, 1 პირი კი აღნიშნულ დანაშაულშია მხილებული. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.გ. …

ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, დააკავეს 6 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. [toggle title=”დეტალურად სანახავად დააწკაპუნეთ აქ”] ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ბ. ხ. ცეცხლსასროლი …

პოლიციამ ბათუმში 30 წლის ქალი იარაღსა და საბრძოლო მასალაზე დააკავა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. უწყების ცნობით ბრალდებული არის 31 წლის ხ.თ, რომელიც ბათუმში პლაზასთან დააკავეს. უწყების ცნობით, „სამართალდამცველებმა ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს “პარაბელიუმის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო. ბრალის …

გამოვლინდა უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღის გამოყენების 248 ფაქტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“, რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა. ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან  „მანოკი“ არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება. თანამშრომლების მიერ …

უკვე ერთი საათია პოლიცია ბათუმში იარაღს ეძებს – დაკავებულია ერთი პირი

ამ წუთებში ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, პოლიციამ ერთი პირი – თენგიზ თ. დააკავა. დაკავების ოპერაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს სიახლოვეს ჩატარდა. ამოღებულია ერთი ერთეული პისტოლეტი. „მე ძმასთან და მის ცოლთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი. ხმაური როცა ატყდა, გარეთ გამოვედით. მე მარტო დავრჩი და ვეძებდი ჩემს ძმას. თენგიზი როცა დავინახე, პოლიციას ჰყავდა დაკავებული“, – უთხრა „ბათუმელებს“ დაკავებულის დამ. ქალი …

შსს: ბოლო ერთ თვეში 148 უკანონო იარაღია ამოღებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს; 72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა; ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს: [crosslist] ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი – 12 კარაბინები, შაშხანები და სანადირო თოფები – 73 ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები – …

შსს: იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ო.ლ. დააკავეს. „მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „WALTHER PPK“-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“ – აცხადებს შსს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის …

შსს-მ კვირიკეში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოღებაზე ინფორმაცია 5 დღის დაგვიანებით გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. 1982 წელს დაბადებული ქალი პოლიციამ ქობულეთში აიყვანა: „სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1 ხელყუმბარა და 40 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. პოლიციის მიერ ბათუმში, ფ.ო.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი …

შსს: ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ქ. ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბრაუნინგის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 41 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება …

შსს: ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული მ.კ. ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2017 წლის 9 თებერვალს საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც მან „IVECO“ – ს მარკის ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით …

შსს: ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მამუკა ქ. ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, მამუკა ქ.-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ქარხნული წესით დამზადებული, უცხოური წარმოების, “NORINCO MODEL 213” -ის მოდელის პისტოლეტი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“ – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო …

Exit mobile version