ტემპერატურა მაღლა იწევს, ტყის ხანძრების საფრთხის დონე მატულობს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 – 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში კი 35-37 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. სააგენტო წერს, რომ ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს და დღეის …

საბერძნეთში ძლიერი ხანძარია, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საბერძნეთში, ატიკის რეგიონში, ათენის მახლობლად, ტყის ძლიერი ხანძარია, ათასობით ადამიანია ევაკუირებული ხანძრის საფრთხის გამო. საქართველოს საელჩო საბერძნეთში ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს: „ძვირფასო თანამემამულეებო! ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს: საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან. ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 …

ფეიერვერკმა ხანძარი გამოიწვია საბერძნეთში, კუნძულ ჰიდრაზე – დააკავეს 13 ადამიანი

საბერძნეთში, კუნძულ ჰიდრაზე ხანძარი გამოიწვია ფეიერვერკმა, რომელიც ჰიდრას სანაპიროსთან, კერძო იახტიდან გაისროლეს მგზავრებმა. შემთხვევა პარასკევს, 21 ივნისს მოხდა. გასროლილი ფეიერვერკის შედეგად სანაპიროსთან ახლოს მდებარე ტყეს ცეცხლი მოედო, მეხანძრეებისთვის რთულად მისადგომ ადგილას. ბერძენი მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას სანაპირო დაცვის გემებიდან ცდილობდნენ. 22 ივნისს საბერძნეთის პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა ხანძრის გაჩენის ბრალდებით. ხმელთაშუა ზღვის რეგიონი, მათ შორის საბერძნეთის …

ათენთან ტყის ძლიერ ხანძარია

საბერძნეთში, ათენის გარეუბნის მახლობლად ტყის ძლიერი ხანძარია. ბერძნული მედიის ცნობით, თითქმის 500 მეხანძრე ებრძვის ხანძარს, ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა ხანძრის მიმდებარე ტერიტორიიდან. ბერძნული გამოცემა ekathimerini-ის ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს სუნთქვის პრობლემებით და მცირე დამწვრობებით, ოფიციალური პირების თქმით, რამდენიმე სახლი დაიწვა პენტელის მთის მიდამოებში, საბერძნეთის დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 25 კილომეტრში. მეხანძრეები ცეცხლს უკვე მეორე …

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის გამანადგურებელი ხანძრებია | ფოტო

საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტულაგიაში ტყის ძლიერი ხანძრებია. ათასობით ადამიანი ამ ქვეყნებში იძულებული გახდა დაეტოვებინათ საცხოვრებელი ხანძრის გამო. ხანძრების გამომწვევ მიზეზად გვალვა და ქარი სახელდება. ევროპის პრესფოტო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ეს ფოტოები 14-15 ივლისსაა გადაღებული.

თურქეთში ტყეში ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თურქეთში დააკავეს 34 წლის კაცი, რომელიც 21 ივნისს, მუღლას პროვინციაში, ტყის ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. თურქული მედიის ცნობით, მან აღიარა, რომ ხანძარი  ტყეში მისი დაუდევრობის გამო გამო გაჩნდა. ხანძრის მიზეზად დაკავებული ოჯახურ კონფლიქტს ასახელებს: „ჩემი ოჯახი მიწის გადმოცემას აპირებდა, მაგრამ მოგვიანებით რატომღაც აზრი შეიცვალეს. შემდეგ ჩვენ ვიჩხუბეთ. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, ვიყიდე ბენზინი და წავედი ტყეში ცეცხლის …

თურქეთში, მარმარისში, ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთში, მარმარისში, ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარი 21 ივნისს, საღამოს გაჩნდა მუღლას პროვინციაში. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარს 1600-მდე ადამიანი ებრძვის. მეხანძრეები ტყეში ხანძრის ჩასაქრობად 300-ზე მეტ სპეცმანქანას, 20 ვერტმფრენსა და 14 თვითმფრინავს იყენებენ. თურქეთის მედიის ცნობით, მუღლას პროვინციაში ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხანძარი ძლიერი ქარის გამო მოკლე დროში გავრცელდა. თურქეთში გასულ წელს ტყის ხანძრის 2000-ზე მეტი შემთხვევა …

200 მეხანძრე და 4 ვერტმფრენი – ხანძრის მეოთხე დღე სვანეთში

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სვანეთში, სოფელ ხაიშთან ხანძრის 4 აქტიური კერიდან 3 ლოკალიზებულია. სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. საგანგებოს ინფორმაციით, მთის ორ ფერდზე, არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან, მოხერხდა 3-ის ლოკალიზება, მეოთხე ადგილზე კი, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, მუშაობს საჰაერო ძალა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ 4 ვერტმფრენია ჩართული. მობილიზებულია …

სვანეთში ხანძარს 110 მეხანძრე და 3 ვერტმფრენი აქრობს – მესამე დღე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. საგანგებოს ცნობით, დილიდან ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ძალები. სვანეთში ამჟამად მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მუშაობა განაახლეს შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. პროცესში დღეს, 7 ივლისს, დილიდან ჩაერთო მესამე ვერტმფრენი. ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, …

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან, ხანძარი ლოკალიზებულია

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, რომლებმაც ცეცხლის კერებზე წყალი უკვე 20-ჯერ დაასხეს. ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.   შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე, იმყოფება სამსახურის …

Exit mobile version