ბიოლოგიისა და ქიმიის ბათუმელი მასწავლებლები, რომლებიც კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში მიდიან

მაგდანა ხაბაძე ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის და შპს „განათლების“ ბიოლოგიის მასწავლებელია, რუსუდან შავაძე კი მე-6 საჯაროს სკოლაში ქიმიას ასწავლის. ისინი იმ 12 მასწავლებელს შორის არიან, რომლებმაც კონკურსში გაიმარჯვეს და ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში სტაჟირებას გაივლიან. რას ელოდებიან ამ სტაჟირებისგან პედაგოგები და რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საჯარო სკოლებში სწავლება აქტიური გახდეს. გამარჯვებულ პედაგოგებს „ბათუმელები“ ესაუბრა. …

მასწავლებლებისთვის კრიტიკული აზროვნების ტრენინგი დაიწყო

განათლების კოალიციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება – „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მიზანი მასწავლებლებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის წარმოჩენა  და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების წახალისება. მასწავლებლებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები, ასევე, მოწვეული ექსპერტები დაეხმარებიან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა …

სასწავლო ტური რეგიონში მომუშავე სპეციალური მასწავლებლებისთვის

რეგიონებში მომუშავე სპეციალური მასწავლებლებისთვის 12-18 მაისის ჩათვლით თბილისში სასწავლო ტური ჩატარდება. „ტურის ფარგლებში სპეციალურ მასწავლებლებს შეეძლებათ გაეცნონ წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკას, ნახონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები“- წერს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. შეირჩევა 30 სპეციალური მასწავლებელი, რომლებიც განაწილდებიან თბილისის …

Exit mobile version