რატომ ამონტაჟებენ რუსეთის მოქალაქეები ბულვარში ტრენაჟორებს – ვინ დაუკვეთა მათ სამუშაო?

ბათუმის ბულვარში ახალ ტრენაჟორების დამონტაჟება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო და დღეს, 18 იანვარსაც გრძელდება. ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ გასული წლის დეკემბერში და განმეორებით დღესაც დაუდასტურეს, რომ ბულვარში, ერთ-ერთ ობიექტზე სამუშაოებს რუსეთის მოქალაქეები ასრულებენ. ანბანის კოშკის გასწვრივ სამუშაო ობიექტზე მყოფმა მუშებმა რუსულ ენაზე აგვიხსნეს, რომ ისინი „ბათუმის მერიის დაკვეთას ასრულებენ“ და ბულვარში ამას გარდა „კიდევ …

ძველ ბულვარში ტრენაჟორებს გააახლებენ, დაიხარჯება 400 ათასი ლარი

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ძველ ბულვარში არსებული სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 404 ათას 68 ლარია. პირობის მიხედვით, მოედნების რეაბილიტაციასთან ერთად, მიმწოდებელმა სხვადასხვა სახის 15 ახალი ტრენაჟორიც უნდა დაამონტაჟოს. „პროექტში ჩადებულია უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო კომპლექტები, რომლებიც უძლებენ ნებისმიერ ბუნებრივ ზეწოლას, მათი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არა საკუთარ წონაზე სავარჯიშოდ გამოიყენებიან, არამედ შესაძლებელს ხდიან …

ბულვარში დაზიანებული ტრენაჟორების ნაწილს შშმ პირებისთვის ადაპტირებულით გააახლებენ

ბათუმის ბულვარში სულ 6 სავარჯიშო მოედანია, ტრენაჟორების ნაწილი ყველგან დაზიანებულია. როგორც ბათუმის ბულვარში ამბობენ, სეზონზე ორი სავარჯიშო მოედნის განახლება იგეგმება. ბულვარის ინფორმაციით, ამ პროექტით შესაძენი სავარჯიშო კომპლექტები, შშმ პირების სარგებლობისთვისაც იქნება გათვალისწინებული. ერთ-ერთი საზღვაო აკადემიის წინ მდებარე ტრენაჟორებია, სადაც ორი ასეთი სივრცე მოეწყობა. ახალი ტრენაჟორებისთვის ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, ტენდერს …

ბათუმის მერია 950 000 ლარად ტრენაჟორებს იყიდის და 45 ადგილზე დაამონტაჟებს

ბათუმის ბიუჯეტიდან ტრენაჟორების შესაძენად 950 ათასი ლარია გამოყოფილი. სპორტული ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 25 აგვისტოს დაიწყება და 30 აგვისტოს დასრულდება. საქონლის მიწოდება და მონტაჟი კი, 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს. [toggle title=”მისამართები, სადაც ტრენაჟორებს დაამონტაჟებენ, ნახეთ აქ:“] 1. ლერმონტოვის 107 მიმდებარედ …

გაჯანსაღება რუსული ტრენაჟორებით – 5 წელში ბიუჯეტიდან 13,3 მილიონი დაიხარჯა

თბილისის სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობები, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, ფოთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, ქუთაისის მერია – ეს ის უწყებებია, რომლებმაც 2020 წელს, ხელშეკრულებები რუსული წარმოების სპორტული საქონლის შესყიდვაზე გააფორმეს. რუსული წარმოების ტრენაჟორებსა და ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისთვის ხელშეკრულებები მიმდინარე წელს, 2 ქართულ კომპანიასთან, ჯამში 1 379 003 ლარზეა გაფორმებული. „ჯეო პარკი“ და „გეო-გრინი“ ის კომპანიებია, რომლებიც …

უსაფრთხოების წესები მხოლოდ რუსულ ენაზე ბათუმის ბულვარში

ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ტრენაჟორებთან უსაფრთხოების ნორმები მხოლოდ რუსულ ენაზეა განთავსებული. საქართველოს კანონით სახელმწიფო ენის შესახებ, საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზედაც. უსაფრთხოების ნორმებს, რომლებიც მოიცავს აკრძალვების რვაპუნქტიან ჩამონათვალს, თან ერთვის სამაშველო სამსახურის ნომერი -112 და …

დაზიანებული ტრენაჟორი – დაუდევრობა თუ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაო

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩა 30-ის მიმდებარედ არსებულ ბაღთან ტრენაჟორები ორი კვირაა რაც დაამონტაჟეს. დღეს დილით კი ტრენაჟორები მოსახლეობას დაზიანებული დახვდა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ „ხელოვნურ დაზიანებასთან არ გვაქვს საქმე. ტრენაჟორები უხარისხიოა, ან უხარისხოდაა დამონტაჟებული… სავარაუდოდ, ჭანჭიკებმა ვერ გაუძლეს და ერთი მათგანი მოტყდა“. ტრენაჟორების შეძენა-დამონტაჟება ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ბათუმის მერის წარმომადგენელმა თამარის უბანში, თამაზ სალუქვაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, …

Exit mobile version