მართლმადიდებლები და მუსლიმები ერთ ოჯახში

ავტორი: მარიამ დუმბაძე 62 წლის გულნარა ზოიძე თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად ქობულეთთან ახლოს, გელაურში ცხოვრობს. გულნარამ თავის მეუღლესთან, ანზორ მაჭარაშვილთან 43 წლის წინ იქორწინა. ოჯახში ორი აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ – მუსლიმი და მართლმადიდებელი ქრისტიანები. გულნარა ზოიძე იმ დროს იხსენებს, როდესაც დაქორწინდა: „ბათუმში ვსწავლობდი. ის ქარხანაში მუშაობდა. შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩემები თავიდან უარზე იყვნენ, მაგრამ აღარ შემეწინააღმდეგნენ. …

ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს

ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს. “მრავალფეროვნების სახეები” –  ასე ერქვა კონკურსს, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე სხვადასხვა სახის ნამუშევრები მოამზადეს. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მილენა თურმანიძემ და ლაშა შარაშიძემ, ფოტოპროექტი იმ იეზიდ და ბოშა ბავშვებზე მოამზადეს, რომლებიც ასევე მეთექვსმეტე საჯარო სკოლაში სწავლობენ. მოსწავლეების ნამუშევარმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და …

ტრენინგი ტოლერანტობაზე მოსწავლეებისთვის ქედაში

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტოლერანტობს თემაზე ტრენინგი ჩატარდა. ბათუმის მასწავლებელთა სახლის სამოქალაქო განათლების ტრენერმა,  თამარ ჯანელიძემ, ქედელ მოსწავლეებს ტოლერანტობის მნიშვლებობაზე ესაუბრა. ტრენინგი დიალოგის რეჟიმში წარიმართა. „სწავლებას,  ინფორმირებულობასა და მოსწავლეების ჩართულობას ტრენინგკურსებში დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ უნდა ვასწავლოთ მათ რა არის კარგი, რა არის ზოგადად ტოლერანტობა, როგორები უნდა …

სემინარი ბათუმში – ,,ტოლერანტობა, როგორც სამოქალაქო ღირებულება”

დღეს, 16 ნოემბერს, 17:30 საათზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  ჩატარდება პროფესორ ლევან მეტრეველის სემინარი თემაზე: ,,ტოლერანტობა, როგორც სამოქალაქო ღირებულება“. სემინარზე მსმენელი მიიღებს ინფორმაციას ტოლერანტობის კულტურის ძირითად ასპექტებზე, განიხილება შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხები, ასევე ამ კუთხით არსებული ევროპული სტანდარტები და გარანტიები.   ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორი“, ფონდ ,,ღია საზოგადოება -საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს …

ბათუმელი აზერბაიჯანელები

საქართველოში ქართველების შემდეგ ყველაზე მეტი აზერბაიჯანელია, თუმცა, მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში 302-მა, აჭარის მასშტაბით კი 340-მა მოქალაქემ მიუთითა, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელია. ბათუმელ აზერბაიჯანელებს, ძირითადად, შერეული ოჯახები აქვთ და რუსულ-ქართულად საუბრობენ. მათ ბათუმში სათვისტომო არ აქვთ და ამ ფუნქციას ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ასრულებს, რომელსაც 1997 წლიდან დღემდე უცვლელი ხელმძღვანელი …

მშვიდობის საერთაშორისო დღეს ბათუმში ქუჩას მოხატავენ

ხუთშაბათს, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბათუმში დილის ათი საათიდან 12 საათამდე, მხატვარი ირაკლი ადეიშვილი ზვიად გამსახურდიას ქუჩას მოხატავს. ხოლო „ტოლერანტობის კლუბის“ წევრები კი მოხატავენ სანაგვე ურნას აბაშიძის ქუჩაზე.  პროექტი  – „საქართველო ჩვენი სამშობლოა; ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

რუსები ბათუმში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ

მათ აკავშირებთ ერთი საერთო რამ – ეთნიკურად რუსები არიან და ბათუმში ცხოვრობენ. მათგან მხოლოდ ერთ-ერთი – 18 წლის რომა დაიბადა საქართველოში, სხვები სხვადასხვა გარემოების გამო აღმოჩდნენ ჯერ საქართველოში, შემდეგ კი ბათუმი აირჩიეს საცხოვრებლად. პოლიტიკაზე საუბარი არც ერთ მათგანს არ სურს, ამბობენ, რომ ამისგან თავს შეიკავებენ. ასევე იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო არასდროს …

ბათუმის ტურისტული რუკა მოსწავლეებისგან

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის ოცი მოსწავლე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ,,კულტურული მრავალფეროვნებისა და თანაცხოვრების რუკის“ შედგენაზე. მოსწავლეებმა სამი მარშრუტი შეადგინეს: არქიტექტურული, რელიგიური და ბათუმი კინოში. მათ მსგავსად, მრავალფეროვნების ამსახველი ტურები დაგეგმეს თბილისელმა, ქუთაისელმა და ახალციხელმა მოსწავლეებმა, შემდეგ კი თავიანთი ტურები გააცნეს ერთმანეთს. პროექტის ფარგლებში თითოეულ სკოლას 760 ლარი ჰქონდა გამოყოფილი. მეგი დიასამიძე ბათუმის მე-15 …

Exit mobile version