ყველაფერი სქოლიოზის, ანუ ხერხემლის გამრუდების შესახებ – ექიმის რჩევები

ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სივრცეში, იგივე სქოლიოზი, გავლენას ახდენს ყველა ასაკის ადამიანზე, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც მოზარდებშია გავრცელებული. სქოლიოზმა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ სხეულის დეფორმაცია, არამედ სხვადასხვა გართულება, მათ შორის, თავისა და ზურგის ტკივილი, რაც უფრო მოზრდილ ასაკში იჩენს თავს. კონკრეტული მანიპულაციებითა და სისტემატური დაკვირვებით, სქოლიოზით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობას ნორმალური, აქტიური ცხოვრება აქვს – …

ის, რაც ხერხემლის გამრუდების შესახებ უნდა იცოდეთ – ექიმის რჩევა

ხერხემლის დაზიანების დროული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგან მას არაერთი სერიოზული პრობლემის გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში. ასევე საყურადღებოა სასკოლო ასაკის ბავშვებში სქოლიოზის გამოვლენა და მისი მართვა. ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ექიმი ​მიხეილ მიქელაძე სქოლიოზის დროულად გამოვლენის მნიშვნელობაზე  საუბრობს. რა არის სქოლიოზი? სქოლიოზი არის ხერხემლის სამგანზომილებიანი დეფორმაცია, მალების როტაციით (შემობრუნებით), რომლის დამახასიათებელი ნიშანია ბავშვის ასაკთან და ზრდასთან დაკავშირებული დეფორმაციის …

როგორ მკურნალობენ სქოლიოზს სარეაბილიტაციო ცენტრ „ვიტაში”

სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ვიტა“ ბათუმში უკვე 5 წელია არსებობს. ცენტრში მკურნალობენ: სქოლიოზს, ოსტეოქონდროზს, მალთაშუა თიაქარს, რადიკულიტს, სპონდილოზს და ხერხემლის სხვა დაავადებებს. მნიშვნელოვანია ის, რომ მკურნალობა მიმდინარეობს ვარჯიშის გზით და გამორიცხავს ქირურგიულ ჩარევას, რა თქმა უნდა, თუ პაციენტები დროულად, დაავადების აღმოჩენისთანავე მიმართავენ ცენტრს. განსაკუთრებული მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ხელხემლის დაავადებებს სარეაბილიტაციო ცენტრ „ვიტაში” მკურნალობენ, შემდეგია: [checklist] …

როცა თქვენს შვილს სქოლიოზი აქვს

წარმოშობის მიხედვით სქოლიოზი ორგვარია: თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილ სქოლიოზს საფუძვლად უდევს ზურგის ტვინისა და მისი გარსების განვითარების ანომალიები, ასევე ხერხემლის მალათა განვითარების დეფექტები. შეძენილი სქოლიოზი ხშირად ვითარდება ადრეულ ასაკში განვითარებული რაქიტის, ბავშვთა დამბლის, დამწვრობის შემდგომ დაჩენილი ნაწიბურისა და პლევრიტის ფონზე. ცალკე გამოყოფენ ე. წ. იდიოპათიკურ სქოლიოზს, რომლის განვითარების მიზეზი უცნობია. ხერხემლის დეფორმაციის სიმძიმის მიხედვით გამოყოფენ …

როგორ ვუმკურნალოთ სქოლიოზს ბავშვებში

მოზარდის ჰარმონიული განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტანადობის სწორ განვითარებას და მის დარღვევათა პროფილაქტიკას. ტანადობას დგომისას სხეულის ჩვეულებრივ  მდგომარეობას უწოდებენ. წარმოშობის მიხედვით სქოლიოზი ორგვარია: თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილ სქოლიოზს საფუძვლად უდევს ზურგის ტვინისა და მისი გარსების განვითარების ანომალიები, ასევე ხერხემლის მალათა განვითარების დეფექტები. შეძენილი სქოლიოზი ხშირად ვითარდება ადრეულ ასაკში განვითარებული რაქიტის, ბავშვთა დამბლის, დამწვრობის შემდგომ დაჩენილი …

Exit mobile version