„80 ლარით წავედით სტამბოლის გზაზე და დღემდე ხალხის მხარდაჭერით მოვედით. გთხოვთ, ისევ ნუ მიგვატოვებთ“, – ასე იწყებს ხალხისადმი მიმართვას მადონა ნინიძე, 30 წლის რამაზ ნინიძის და. რამაზ ნინიძე დაახლოებით 6 თვის წინ მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაზიანდა. საქართველოში მას ვერ უმკურნალეს. პაციენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა. „უკვე 2 თვე ვართ სტამბოლში, კლინიკაში. თუ აქამდე მაღალი რისკი …
Tag Archives: სტამბული
ერდოღანმა თქვა, რომ სტამბოლის აფეთქებაში ქალი მონაწილეობდა და ის ტერორიზმს დაუკავშირა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება ტერორიზმს დაუკავშირა და განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა – 53-მდე. ამის შესახებ ერდოღანმა ინდონეზიაში გაფრენამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება თურქეთის სახელმწიფო სააგენტო ანადოლუ. „ჩვენი ერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტში დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც ისინი იმსახურებენ. ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები …
თურქეთში შრომითი მიგრანტების დასახმარებლად ორგანიზაცია შექმნეს
მიგრანტების შრომითი უფლებების დასაცავად თურქეთში, სტამბოლში არასამთავრობო ორგანიზაცია „იასამანი“ შეიქმნა. ორგანიზაცია სტამბულის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან ერთად იმუშავებს. „მიგრანტების დასახმარებლად იმუშავებენ ის თურქი ადვოკატები, რომლებიც ეთნიკური ქართველები არიან, მაგალითად, სეზან გოქჩენი, მისი ქართული გვარია ბარამიძე, ასევე მუსტაფა ილქენჯი, მისი ქართული გვარია დიასამიძე. ისინი უანგაროდ გაუწევენ კონსულტაციებს მიგრანტებს, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემა აქვთ: მძიმე შრომა, ხელფასის …
Continue reading “თურქეთში შრომითი მიგრანტების დასახმარებლად ორგანიზაცია შექმნეს”
ბათუმელი რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონია
სტამბულში დასრულდა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი ბერძნულ ჭიდაობაში, ფინალურ ბლოკში 2 ქართველი ფალავანი ასპარეზობდა. საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ 3-2 მოუგო თურქ ჩენგიზ არსლანს. ეს მის კარიერაში მეოთხე ევროპული ოქროს მედალია. ფინალურ ბლოკში მოასპარეზე დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ) მინიმალური ანგარიშით დაამარცხა უკრაინელი ვიქტორ პეტრიკი და ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. სტამბულში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის …