რიჟვაძემ ბათუმში 5 წლის წინ დაწყებული აუზის დასრულების ახალი თარიღი დაასახელა

„ვფიქრობთ, რომ 2025 წლის ბოლოს ორივე ობიექტი უნდა იყოს დასრულებული იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროექტები განახლდა და მალე მოხდება შესაბამისი შესყიდვის გამოცხადება,“ – განაცხადა დღეს, 15 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც მას ენმ-ს დეპუტატმა გიორგი კირთაძემ შეკითხვა დაუსვა ყინულის მოედნის და საცურაო აუზის მშენებლობაზე. საუბარია სპორტულ კომპლექსზე, რომლის მშენებლობაც აჭარის …

ბათუმის უნივერსალურ სპორტკომპლექსში დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება მიმდინარეობს

უნივერსალური სპორტული კომპლექსი ბათუმში თვისობრივად ახალი, გამორჩეული არქიტექტურის შენობაა და სპორტის 12 სახეობას აერთიანებს. დარბაზების საერთო ფართი 10 240 მ2-ია, ხოლო პროექტის ღირებულება 62 000 000 ლარია. 3400 მაყურებელზე გათვლილი სამაყურებლო ტრიბუნა, მაღალი დონის ფუნქციური, ადმინისტრაციული, საკონფერენციო და სამედიცინო მოცემულობა იძლევა შესაძლებლობას ვუმასპინძლოთ როგორც ადგილობრივი – ასევე საერთაშორისო დონის სპორტულ ჩემპიონატებს. ამჟამად სპორტული დარბაზებისა და …

1,7 მილიონ ლარად ბათუმის მერია ავტოსადგომს მოაწყობს

ბათუმში, ახალი სპორტული კომპლექსის მიმდებარედ, სადაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, ქალაქის მერია ავტოსადგომის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც 1 701 126 ლარია გამოყოფილი. შესაბამისი ტენდერი 11 მაისს დასრულდება, ავტოსადგომი კი, პირველ სექტემბრამდე უნდა მოეწყოს. ავტოსადგომი სელიმ ხიმშიაშვილის, ორბელიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩებს შორის 5 800 კვ/მ ტერიტორიაზე მოეწყობა. ამ სამ ქუჩასა და ლადო ასათიანის ქუჩებს შორის არსებულ …

186 ათასი ლარი ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების შესაძენად

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები განახლდება. „ბულვარის მაშტაბით ამორტიზირებული და დაზიანებული სპორტული ტრენაჟორები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სავარიშო ინვენტარით უნდა შეიცვალოს. გარდა ამისა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, სავარჯიშო ტრენაჟორების ახალი მოედანი, დამატებით კიდევ ორ ლოკაციაზე -ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში მოეწყობა, რომლის მონტაჟის სამუშაოები უკვე დაწყებულია“-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში. …

დავა 66 მილიონზე – დავების საბჭომ აჭარის მთავრობის შპს გაამტყუნა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ „საბა კონსტრაქშენის“ საჩივარი შპს „სტადიონის“ წინააღმდეგ წუხელ დააკმაყოფილა. „საბა კონსტრაქშენი“ ითხოვდა იმ დისკვალიფიკაციის გაუქმებას, რომელიც მას შპს „სტადიონის“ შესყიდვების კომისიამ მისცა [ოქმი #2]. საკითხი ეხება ბათუმში, ლეონიძის ქუჩის #15-ში, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას, რაშიც „სტადიონი“ 66 მილიონის დახარჯვას გეგმავს. ამ სპორტული კომპლექსის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბათუმის სპორტსკოლის მარჯვენა და …

„სპორტული კომპლექსის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება და 2018 წლის სექტემბერში დასრულდება“

დღეს 17 ივლისს, ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ლეონიძის ქუჩაზე ასაშენებელი სპროტული კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შპს „სტადიონის“  ხელმძღვანელის სულხან ხალვაშის განცხადებით, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება და 2018 წლის სექტემბერში დასრულდება. ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის თანხა მთლიანობაში 71 მილიონი ლარია. ამ თანხაში შედის სპორტული კომპლექსის პროექტიც.  სულხან ხალვაშის თქმით, პროექტზე შპს „სენსონიმ“ იმუშავა. „ჩვენ ტენდერს ამ …

მინისტრი: “ბასკოს” შენობა არ ინგრევა

ბათუმში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება იმის წინააღმდეგ, რომ ქალაქში არ დაინგრეს კიდევ ერთი სპორტული კომპლექსი – ეგრეთ წოდებული „ბასკოს“ შენობა, სადაც სპორტსმენები სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ. ამის კვალდაკვალ, დღეს, 8 იანვარს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ “ბასკოს” შენობის დანგრევა ისედაც არ იგეგმება. გარდა ამისა, რამაზ ბოლქვაძემ თქვა, რომ სპორტსმენებისთვის შენდება ახალი შენობა. რამაზ ბოლქვაძის გაცხადებით, „სასპორტო …

სპორტული კომპლექსი დიდთოვლობის შემდეგ

ბათუმში, ყინულის სასახლის გვერდით არსებული ანალოგიური ტიპის კონსტრუქცია – მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი დიდთოვლობის შემდეგ კვლავ დაშვებულია. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის იურისტი (კომპლექსის მესაკუთრე ეს ცენტრია) შოთა დავითაძე ამბობს, რომ მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები უახლეს დღეებში დაიწყება: „სპორტულ კომპლექსს მცირედი დაზიანებები აქვს. აღდგენითი სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან პასუხს ველოდებით სადაზღვევო კომპანიისგან. ჩვენ კომპანიის მიერ მოთხოვნილი …

Exit mobile version