რატომ დაითხოვეს ბათუმის ბაღებიდან 26 სპეცმასწავლებელი – დირექტორის განმარტება

ბათუმის ბაღების გაერთიანებამ 26 სპეცმასწავლებელი დაითხოვა, ისინი ბათუმის ბაღებში შშმ ბავშვებთან ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობდნენ. მათი ხელშეკრულებების ვადა დაახლოებით 2 თვეში იწურებოდა, თუმცა ბაღების გაერთიანება ამ ვადას არ დაელოდა და მათ ორი თვით ადრე შეუწყვიტა ხელშეკრულება. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებია: „უმეტესობას არ აქვს ინკლუზიური განათლება, არც სერტიფიკატი ამ …

თვითშეფასება სავალდებულოა სპეცმასწალებლისთვის, სხვებისთვის – არა

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით, სპეციალურმა მასწავლებელმა კარიერული წინსვლისთვის უნდა გააკეთოს თვითშეფასება, რომლის შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთება პროფესიული საჭიროებები და დადგინდება პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა. სქემის მიხედვით, სპეციალური მასწავლებელი ყოველი წლის ბოლოს სკოლის დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან განიხილავს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების შედეგებს, იღებს განმავითარებელ უკუკავშირს და …

ანეტა და ლუკა სკოლაში ვერ დადიან – სმენისარმქონე ბავშვები განათლების გარეშე

საქართველოს ყრუთა კავშირის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 1% სმენადაქვეითებულია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით კი, მსოფლიოში 466 მილიონია სმენისარმქონე, აქედან 34 მილიონი ბავშვია. როგორია საქართველოში სმენისარმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების ცხოვრება, რა გამოწვევის წინაშე დგანან ბავშვები, ვისაც ვერც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი ვერ ამჩნევს.                               …

სპეცმასწავლებლის ხელფასი 500 ლარი იქნება

საქართველოს განათლების მინისტრის ინფორმაციით, ინკლუზიური განათლების პედაგოგთა ხელფასი 400-500 ლარით განისაზღვრება. მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი დღეს, 6 სექტემბერს, წარუდგინა. ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს დაიწყება. ამ დროისთვის შემუშავებული უნდა იყოს სკოლებში სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. თუმცა, …

სპეცმასწავლებლები დამატებით საათებს ვეღარ აიღებენ

სკოლაში დასაქმებულ სპეცმასწავლებლებს პედაგოგის სტატუსი უკვე მიენიჭათ, თუმცა მათი სახელფასო ანაზღაურების საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, კანონის აღსრულებას თავისი ვადები აქვს და თუ გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც სპეცმასწავლებლებს პედაგოგის სტატუსი მიენიჭათ, ძალაში არ შევა, ცვლილებები ვერ განხორციელდება. თუმცა მანამდე, სანამ …

სპეცმასწავლებლები სავარაუდოდ პედაგოგის სტატუსს მიიღებენ – რა ტრენინგებს გაივლიან ისინი

სად და როგორ შეუძლიათ სპეციალურ მასწავლებლებს ტრენინგების გავლა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და როდის მიიღებენ სპეციალური მასწავლებლები მასწავლებლის სტატუსს სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მენეჯერს სალომე ჩარკვიანის ესაუბრა. ქალბატონო სალომე, სპეციალურ მასწავლებლებს 2018 წელს რომელი ტრენინგ კურსის გავლა შეუძლიათ და როგორ უნდა ჩაერთონ ისინი ამ ტრენინგებში? სპეცმასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს …

Exit mobile version