„რაში დასჭირდა და ყველა დაიპყროს… ახლა პირდაპირ ჯარიმა, თუ ციხეში უნდა გამიშვან?“ „თავისუფლება თუა და დემოკრატია, გაკონტროლება რად უნდა ფეისბუქს?“ – ნახეთ კიდევ რა გვიპასუხეს ბათუმის ქუჩებში მოქალაქეებმა, რომლებსაც ფეისბუქის გაკონტროლებაზე ვესაუბრეთ. რატომ დასჭირდა ივანიშვილს ფეისბუქის გაკონტროლება? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა
Tag Archives: სოციალური ქსელი
საპენსიო სააგენტოს ყალბი გვერდიდან ადამიანებს ფულს ჰპარავენ, რა დაადგინა გამოძიებამ
„ყალბი ფეისბუქგვერდი, საიდაც ადამიანებს შეიძლება თანხა მოჰპარონ, ისევ აქტიურია, ისევ საბანკო ბარათის პირადი ნომრის შეყვანა მთხოვეს,“ – გვითხრა მოქალაქემ, რომელსაც ფეისბუქში დასპონსორებული გვერდიდან თავისი საპენსიო დანაზოგის ოდენობის გაგება შესთავაზეს. ყალბი ფეისბუქგვერდი საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ სიმბოლიკას იყენებს და მომხმარებელს თითქოს ვერიფიკაციისთვის 1 ლარის გადასახდელად პირადი საბანკო მონაცემების შეყვანას სთხოვს. ყალბი ფეისბუქგვერდის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპენსიო …
რა საფრთხეს უქმნი ბავშვს, როცა მის ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებ
„არსებობს, როგორც უსაფრთხოების რისკი, ასევე სტრესი, რომელიც შეიძლება ბავშვმა მიიღოს წლების წინ გამოქვეყნებული ფოტოს, ან ვიდეოს გამო,“ – ამბობს ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგი, ქეთი დევაძე. მას ვესაუბრეთ შემთხვევაზე, როცა ბავშვების ფოტოებს, ვიდეოებს, ან ფეისბუქლაივს საბავშვო ბაღები და სტუდიები საჯაროდ აზიარებენ ყოველდღიურ რეჟიმში. „ჩვენთან არ არსებობს სამართლებრივი რეგულაცია ამ კუთხით. შესაბამისად, საბავშვო ბაღები და სტუდიები, ასევე …
Continue reading “რა საფრთხეს უქმნი ბავშვს, როცა მის ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებ”
რას წერენ ფეისბუქში 20 ივნისის მოვლენებზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
20 ივნისის მოვლენებს – საპროტესტო აქციის დარბევას, საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ორგანიზაციების კრიტიკულ შეფასებებს, პარლამენტში შესვლის მცდელობას, ასეულობით ადამიანის დაშავებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების თვალის დაკარგვას, თუ ამ ამ დრომდე მიმდინარე საპროტესტო აქციას აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად არ გამოხმაურებია. დეპუტატები არც ფესბუქში აქტიურობენ. ისინი, ძირითადად, პირად ამბებზე წერენ, ან 20 ივნისის მოვლენებზე კახა კალაძის ფეისბუქლაივებს აზიარებენ. დეპუტატები მხოლოდ …
Continue reading “რას წერენ ფეისბუქში 20 ივნისის მოვლენებზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატები”
4 წლით პატიმრობა ტერორიზმის მოწოდების მუხლით ფეისბუქში 2 წლის წინ დაწერილი სტატუსის გამო
ოთხი წლით პატიმრობა ორხან აბბასოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ნოემბერს მიუსაჯა, ორი წლის წინ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსის გამო. აბბასოვის ფეისბუქ სტატუსი სასამართლომ ტერორიზმისკენ მოწოდებად შეაფასა. მსჯავრდებული ექვსი თვის წინ დააკავეს სამართალდამცველებმა და 5 ნოემბრამდე გირაოს საფუძველზე ჰყავდათ გათავისუფლებული. ორი წლის წინ, 2016 წლის აპრილში აბბასოვი აზეირბაიჯან-სომხეთის სამხედრო გადატრიალებას გამოეხმაურა. აბბასოვი ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ბოლნისში ცხოვრობს. …
რატომ აღიქვამს ზოგჯერ ქობულეთს თურქეთად Facebook-ი?
„ფეისბუკი“ ზოგიერთ მომხმარებელს თავის საცხოვრებელ ადგილს არასწორად უჩვენებს. მაგალითად, ქობულეთში მცხოვრები ზოგიერთი ადამიანის „საცხოვრებელ მისამართში“ წერია, რომ ჩურუქსუში ცხოვრობს, თურქეთის ტერიტორიაზე. „ბათუმელებს“ რამდენიმე პირმა შეატყობინა, რომ საცხოვრებელი მისამართის ხელახლა მითითების მიუხედავად, ქსელი მათ მაინც სხვა ქვეყნის მცხოვრებლებად აღიქვამს. „ბუნებრივია, აბსურდულია ვარაუდი, რომ ამას ვინმე მიზანმიმართულად აკეთებს. ზოგადად ხშირია საცხოვრებელი მისამართის არასწორი ჩვენება და ეს არ …
Continue reading “რატომ აღიქვამს ზოგჯერ ქობულეთს თურქეთად Facebook-ი?”