დავა სომხების გენოციდის ირგვლივ

თარგმანი : მარიამ მუთიძე პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა მასობრივი ხოცვა ოსმალელი თურქების მხრიდან დღემდე რჩება სენსიტიურ საკითხად. თურქეთი წინააღმდეგია 1915-1916 წლების მოვლენები შეფასდეს გენოციდად, ისტორიკოსები კი კვლავ აგრძელებენ კამათს. ამ დროისთვის გახმაურებულია მრავალი ცნობა თურქეთის მიერ სომეხთა მიმართ განხორციელებულ სისასტიკეზე.  ტრაგედია მედიის ობიექტივში ხელახლა მოექცა, როცა აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ აღიარა სომხების გენოციდი. თურქეთმა დაგმო …

საფრანგეთმა 24 აპრილი სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღედ გამოაცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 24 აპრილი საფრანგეთში სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღედ გამოაცხადა. 5 თებერვალს, სომეხთა ორგანიზაციების ყოველწლიური საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე, პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი  პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც  გააკრიტიკა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი. ოფიციალურად სომეხთა გენოციდი საფრანგეთმა 2001 წელს აღიარა. ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა და რომის პაპმა 1915 წლის 24 აპრილის სომეხთა მასობრივი მკვლელობები გენოციდად მიიჩნიეს, თუმცა …

გამოფენა “სამი კუთხე“ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა „სამი კუთხე“ მოეწყობა. გამოფენაზე ერთ სივრცეში განთავსდება სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოები, უფრო ზუსტად კი სამ მეზობელ ქვეყანაში მცხოვრები ფოტოგრაფების რეაქციები მათ გარშემო მომხდარ ისტორიებზე. გამოფენის ორგანიზატორების თქმით, გამოფენის მიზანია ფოტოების მეშვეობით სამ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ყოფის ერთიანი სურათის შექმნა, …

Exit mobile version