პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო – „რეალურად, ეს ფასადური კონკურსებია“

მასწავლებელმა თამარ ფაჩულიამ ფოთის პირველ საჯარო სკოლას სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო. ის გასულ წელს მონაწილეობდა კონკურსში, რომელიც სკოლამ ქართული ენისა და ლიტერატურის საათების დასაკავებლად გამოაცხადა. თამარ ფაჩულია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სასამართლომ კონკურსის მეორე ეტაპის – გასაუბრების ხელმეორედ ჩატარებაზე მიიღო გადაწყვეტილება. „წელიწადზე მეტია ეს დავა გრძელდება, რადგან სკოლას საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ჰქონდა ჩამოწერილი, რომ კონკურსანტს უნდა ჰქონოდა …

რას ამბობს განათლების მინისტრი სკოლებში ერთკანდიდატიან „არჩევნებზე“

დღეს, 9 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სკოლის დირექტორების დანიშვნებზე კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტების კითხვაზე, ინიშნებიან თუ არა დირექტორები პოლიტიკური ნიშნით, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ საჯარო სკოლებში დირექტორების წარდგენა ღიად მიმდინარეობს და ამ პროცესში პოლიტიკური ზეწოლა უარყო. „კომისიაში არიან როგორც სამინისტროს, ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები და არავის, არც ერთ კონკურსანტს, არც ერთ ორგანიზაციას არ …

სკოლის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი ხულოში – ინტერვიუ

ინგლისური ენის მასწავლებელი, 26 წლის ჯაბა წინწკალაძე სკოლის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორია ხულოს მუნიციპალიტეტში. ჯაბა ღორჯომის საჯარო სკოლაში მუშაობს. როგორც გვითხრა, მშობლიურ სოფელში ინგლისური ენის მასწავლებლად დაბრუნება იმის გამო გადაწყვიტა, რომ სკოლის მოსწავლეებს იგივე გამოცდილება არ ჰქონოდათ, რაც მას აქვს. ინგლისური ენის შესწავლა მე-11 კლასში დავიწყე და უკვე ძალიან დაგვიანებული იყოო – გვითხრა ჯაბა წინწკალაძემ. ინტერვიუში სკოლის …

აშშ-ის საელჩოს გვერდზე უხამსი კომენტარის შემდეგ, სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ქარელმა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ გორის რესურსცენტრში დაუდასტურეს. ფეისბუქპოსტის თანახმად, ქარელი ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭერია. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა სავარაუდოდ მის მიერ დაწერილ უხამს კომენტარს უკავშირდება, რომელიც ყოფილმა დირექტორმა საქართველოში აშშ-ის  საელჩოს ფეისბუქის გვერდზე დაწერა. კომენტარში ქარელი წერს: ,,ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს, …

მე-16 საჯარო სკოლის დირექტორად დანიშვნისთვის ცირა ქობულაძე მინისტრს მადლობას უხდის

მას შემდეგ, რაც მე-16 საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციიდან თამთა კვარაცხელია გადადგა, ამ სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავდა. ახლახან კი მახინჯაურის სკოლის დირექტორმა, ცირა ქობულაძემ დაწერა, რომ მინისტრმა მას ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორობა შესთავაზა. „ყველას გვაბედნიერებს, როცა ჩვენი შრომის შედეგს ვხედავთ, მაგრამ ორმაგად სასიხარულოა, როცა შენს გაკეთებულ საქმეს შეაფასებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და …

სკოლის დირექტორის გათავისუფლება აჭარის განათლების მინისტრს შეუძლია – ახალი უფლებები

დღეიდან, 6 ივლისიდან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დამატებითი უფლებებით ისარგებლებს. სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილებები აჭარის მთავრობამ შეიტანა. ახალი ცვლილებით, აჭარის განათლების სამინისტრო: [checklist] გასცემს თანხმობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით სამუშაო დატვირთვასთან დაკავშირებით …

თეონა ყაჭეიშვილს წლის საუკეთესო დირექტორის პრიზი გადასცეს

2019 წლის „საუკეთესო დირექტორი“ თეონა ყაჭეიშვილი გახდა. კონკურსი განათლების სამინისტრომ პირველად ჩაატარა. გამარჯვებული დირექტორს ფულადი პრიზი გადასცეს. დირექტორი ასევე სასწავლო ვიზიტით ციურიხში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) გაემგზავრება. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ ზუგდიდის, სოფელ რუხის საჯარო სკოლის დირექტორი გოგი თოდუა და ქუთაისის  30-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე, რომლებსაც ასევე ფულადი პრიზები გადაეცათ. …

50 ათასი ლარი დირექტორების კულტურული და პროფესიული განვითარებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს – „საჯარო სკოლების დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება.“  „საგრანტო კონკურსის მიზანია საჯარო სკოლების დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.  კონკურსის პირობების გათვალისწინებით, უნდა შეირჩეს პროფესიონალთა გუნდისგან დაკომპლექტებული ორგანიზაცია, რომელიც, ერთი მხრივ, დირექტორთა მომავალი პროფესიული საჭიროებების დადგენის მიზნით და მეორე მხრივ, პროექტის …

ჩაქვის სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში მაღალჩინოსნის მხრიდან მუქარაზე საუბრობს

ჩაქვის #1 სკოლის დირექტორი, ტარიელ ქათამაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ერთ-ერთი “მაღალჩინოსანი” სკოლის დირექტორობიდან განთავისუფლებით დაემუქრა, ამის მიზეზად კი არჩევნებში მისთვის მხარის არ დაჭერას ასახელებს: “გუშინ მაცნობეს, რომ ე.წ. “მაღალჩინოსანი” გადაუმოწმებელი ინფორმაციების საფუძველზე ჩემთან მტრობას აპირებს…. (მიზეზი? – თურმე მისი მხარდამჭერი არ ვყოფილვარ არჩევნებში). ამ “მაღალჩინოსანს” არ ესმის, რომ სკოლა დეპოლიტიზირებულია… საჯაროდ ვაფრთხილებ ყველას, …

Exit mobile version