სკოლა „ნიკე“ აცხადებს პირველკლასელთა მიღებას

კერძო სკოლა „ნიკე“, 2006 წელს, იზო ტაკიძის ხელმძღვანელობით დაარსდა. 2014 წელს სკოლამ ააშენა საკუთარი, ოთხ სართულიანი შენობა. ჩვე­ნი სკო­ლის მიზანია, ვი­ყოთ მრა­ვალ­მხრი­ვი და ინო­ვა­ცი­უ­რი, რომელიც დღევანდელ თაობას აღზრდის მო­მავ­ლის ლი­დე­რე­ბად. შესაბამისად, სკო­ლა ნიკე მოსწავლეზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლ, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლე­ებს. სკო­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ქმნის პირობებს მოს­წავ­ლის გან­წყო­ბის, კომ­ფორ­ტი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. სკო­ლის ტე­რი­ტო­რია იზოლირებულია, სადაც ეკოლოგიურად …

ისწავლე CODING-ი სკოლა ნიკეში უფასოდ

შესაძლებლობა ნებისმიერი სკოლის მოსწავლისათვის! მოიპოვე სკოლა „ნიკეს“ გრანტი და ისწავლე უფასოდ CODING-ი! [checklist] აჭარის ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეუძლია მოიპოვოს გრანტი და ისწავლოს უფასოდ „ნიკეში“ Coding-ი; გრანტის მისაღებად კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებს მერვე კლასიდან შეუძლიათ; გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ, კვირაში ორჯერ, 3 თვის განმავლობაში; გრანტის მიღება შესაძლებელია შესარჩევი კონკურის მეშვეობით; შეავსე განაცხადი და ისწავლე უფასოდ. [/checklist] https://docs.google.com/forms/d/1rplLC-4sLKEw3vnGOLvQlYs4JWy_ZMgBb70-4P4hVSs/edit?usp=sharing თანამედროვე …

სკოლა ნიკეს შესანიშნავი მედალოსანი ხუთეული

პირველი კლასიდან  წარმატებულნი, თავგადასავლებისა  და  მოგზაურობის  მოყვარულნი, კომუნიკაბულურნი, ლიდერის  თვისებებით დაჯილდოებულნი… ახალგაზრდები, რომლებიც  ამ დღემდე სკოლის, საგნის მაწავლებლების    ძალისხმევით, რუდუნებით,  თანადგომითა  და  ყურადღებით მოვიდნენ. სკოლის  ეგიდით  კრეატიული და  ინოვაციური კონკურსების  მონაწილენი, ოლიმპიადებში გამოწრთობილნი, ინტელექტუალური თამაშების  მოყვარულნი,  Quidditch, HMC project, FLEX, Klaipėda- გამოვლილნი, საუკეთესო კაპიტნის, მოსწავლისა თუ მონაწილის  წოდებით  შეფასებულნი, ინგლისის, ამერიკისა  და  ლიეტუვას  მიზნობრივ …

სკოლა „ნიკეში“ ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი მინი ფეხბურთსა და კალათბურთში

სკოლა ნიკეში ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი მინი ფეხბურთსა და კალათბურთში. მინი ფეხბურთის ფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა. მატჩი დასრულდა ფრედ 2-2 და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. ტურნირის დასარულს დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები: საუკეთესო მეკარე – ზურა ახვლედიანი საუკეთესო მცველი – ნიკოლოზ სხვიტარიძე ტურნირის ბომბარდირი – გიორგი მოწყობილი საუკეთესო შემტევი – დათო ბერიძე საუკეთესო მოთამაშე – ბაჩუკი სულაბერიძე …

სკოლა „ნიკეში“ კლასგარეშე აქტივობების განახლებული და მრავალფეროვანი პროგრამებია

მიმდინარე სასწავლო წელს სკოლა „ნიკეში“ კლასგარეშე აქტივობების განახლებული და მრავალფეროვანი პროგრამებია. ლიტერატურული სალონი, მთხრობელთა კლუბი, ნამდვილი დეტექტივის კლუბი, სიმღერის გუნდი, სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და ქართული ცეკვების წრეები, ჭადრაკი და სპორტული სექციები – ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი. ბავშვი, რომელსაც წვრილი მოტორიკა გამოკვეთილად მაღალ დონეზე აქვს განვითარებული, გამოირჩევა მსჯელობის, კონცენტრაციის, კოორდინაციის, წარმოსახვის კარგი უნარით. მას ასევე კარგად …

სკოლა ნიკეს გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსზე

12 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-5 ეროვნული კონკურსი. სკოლა „ნიკეს“ უმცროსკლასელთა გუნდმა (ქორმაისტერი: თინა ჭეიშვილი, კონცერტმაისტერი: ნანა ბრუნჯაძე) მეორედ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში. გასულ წელს კი ახალშექმნილმა კოლექტივმა თავის ასაკობრივ კატეგორიაში საპატიო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. წელს სკოლა „ნიკეს“ …

შალვა ამონაშვილის საჯარო ლექციას სკოლა ნიკეს პედაგოგები დაესწრნენ

2019 წლის 18 მაისს გაიმართა ცნობილი ქართველი პედაგოგის, ჰუმანური პედაგოგიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის – შალვა ამონაშვილის საჯარო ლექცია პრაქტიკული გაკვეთილების ჩვენებით. ლექციას ესწრებოდნენ სკოლა „ნიკეს“ პედაგოგები: ნინო ლაზიშვილი, თინა ჭეიშვილი, ინგა ნაკაშიძე, ირმა ნაკაშიძე, ნათია თურმანიძე და მარიამ კაკაბაძე. აღსანიშნავია, რომ სკოლა „ნიკეს“ თანამშრომლობა აზროვნების აკადემიასთან დაიწყო მიმდინარე წლის თებერვალში, როცა სკოლის ადმინისტრაციის მოწვევით, ბათუმში იმყოფებოდა …

სკოლა „ნიკეში“ მშობლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

გაცვლითი თუ სხვა საგანმანათლებლო პროგრამების გარდა „ნიკე“ გამოირჩევა აკადემიური ღონისძიებებით, ლიტერატურულ-შემეცნებითი პროექტებით. ამჯერადაც, მოსწავლეებმა ორიგინალურად აღნიშნეს მშობლის საერთაშორისო დღე, განსაკუთრებით კი ,,მამიკოების გაზაფხული“! „ნიკეს“ სააქტო დარბაზში საოცარი ხმები ისმოდა, იმღერეს, იხალისეს, მამებთან ერთად დახატეს, ექსპრომტად შექმნეს მამაშვილობის სიმბოლოები, ლექსები წარმოთქვეს; დასასრულს გოგოებმა მამები ააცეკვეს, დედების შერჩეული (სახასიათო) საჩუქრებიც მიიღეს და სამომავლოდ მხიარულ სტარტებს შეგვპირდნენ.

საერთაშორისო პროექტების გამარჯვებული ორი გოგო სკოლა „ნიკედან“

ამჯერად ორ გოგონაზე, ორ კლასელზე, ორ მეგობარზე მოგითხრობთ… ისინი ნამდვილად ამართლებენ სლოგანს – სკოლა „ნიკე“ წარმატებული მომავლისთვის! გახსოვთ, ალბათ, თუ რა გაუწყეთ ერთი წლის წინ „ნიკეს“ მოსწავლეებზე, კერძოდ ის, რომ პასუხისმგებლიანი და მოტივირებული ლანა თურმანიძე სწავლას გააგრძელებდა ამერიკაში ( Project Flex-ით), ტეხასის პრესტიჟულ სკოლაში, ასეთივე შემართებისა და დადებითი თვისებებით სავსე ნიცა კონცელიძე (HMC project) კი …

სკოლა „ნიკეს“ მოსწავლეები ბრიტანეთსა და ამერიკაში ისწავლიან – ახალი პროგრამები

სამი წლის წინ სკოლა „ნიკეში“ დაინერგა კემბრიჯის სასწავლო პროგრამა, რომლის განხორციელებას ენერგიულად შეუდგნენ სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები. ამის შესაფასებლად ერთი დღე უნდა გაატარო სკოლა „ნიკეში“, კერძოდ ინგლისური ენის პედაგოგის სალომე დარჩიას გაკვეთილზე. სწორედ სალომეა კემბრიჯის პროგრამის კოორდინატორი. იგი კოლეგებს აძლევს სწორ მიმართულებას, უზიარებს თეორიასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას, ეხმარება ნოვატორული სახელმძღვანელოების შერჩევაში, ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა პროექტში …

სკოლა „ნიკეს“ ახალი სტუდია – ადგილი, სადაც ბავშვებს მისვლა უხარიათ

თამარ ჩიმაკაძე პირველად სამხატვრო სტუდიაში შემთხვევით მოხვდა. ალბათ ვერც კი იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ მხატვრობა მისი პროფესია გახდებოდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს ბიძაშვილს ხატვის წრეზე მიაკითხა და გაკვეთილის მიმდინარეობისას კუთხეში დაჯდა. მხატვარ ანტონ ფილიპოვს კუთხეში მჯდომი პატარა გოგოსთვის ფურცელი და ფანქარი მიუცია. მისმა ნამუშევარმა მასწავლებელი გააოცა. ასე იქცა მხატვრობა მის პროფესიად, განუყოფელ …

სკოლა „ნიკეში“ ახალი სასწავლო წელი წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოებით დაიწყო

სკოლა „ნიკეში“ არც წელს დავარღვიეთ  ტრადიცია და სახელმძღვანელოებით დავასაჩუქრეთ 10-ქულოსანი მოსწავლეები. გვინდა გამოვყოთ ჩვენი შესანიშნავი ექვსეული – ბადრი ბერიძე, ლანა თურმანიძე, მარიამ რამიშვილი, ნიცა კონცელიძე, მაგდა მეგრელაძე, მარიამ ფარტენაძე, რომლებმაც წარჩინებით გაიარეს კემბრიჯის საერთაშორისო ტესტირება, უმაღლესი ქულები დააგროვეს და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს სერტიფიკატი გადასცა კემბრიჯის ოფიციალურმა წარმომადგენელმა – ჯონ ითსმა. აქვე, გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებმაც …

სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში – „ანბანთცვენა“

სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეები „ანბანთქებით“ წარსდგნენ თოჯინების თეატრში. ფარდა გაიხსნა თუ არა, მოწვეული სტუმრები, თანატოლები, აწ უკვე პირველი აღსაზრდელები ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურეს. მუზები, ფერიები, ხმოვნები, თანხმოვნები, მომღერალ-მოცეკვავეები ფურცლავდნენ ისტორიას ფარნავაზიდან იაკობამდე, დედაენის პერსონაჟებმა, გაბეჯითებულმა მუქთამჭამელამ, გათანამედროვებულმა ანომ და ვანომ, პატარა რეპერებმა მანამდე სცენა მეორეკლასელებს დაუთმეს, რომლებმაც ამ დღის მნიშვნელობას და საერთოდ, ბავშვების ლაღ, ხალას და …

„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში [ვიდეო]

25 აპრილს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ პირველი და მეორე მეოთხედფინალური თამაშები ჩატარდა. მონაწილე გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ: მიხეილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა“; ილია ჭავჭავაძე – „კაცია ადამიანი?!“; რიჩარდ ბახი – „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“; ალბერ კამიუ – „უცხო“; ბერტოლტ ბრეხტი – „კავკასიური ცარცის წრე“. პირველი …

Exit mobile version